მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

[[ფაილი:James Joyce Tower and Museum3.JPG|thumb|right|200px|ჯოისის ოთახი, დღევანდელი დღე. ჯოისი მუზეომი]]
[[ფაილი:James Joyce Tower 01.JPG|thumb|250px|ჯეიმზ ჯოისის კოშკი]]
რომანი შეესაბამება ჰომეროსის ოდისეას, მაგრამ არც ეს სიუჟეტური პარალელი თუ ანალოგია და არც საერთოდ ტრადიციულად გაგებული სიუჟეტი არ წარმოადგენს მწერლის ძირითადი სათქმელის გამოხატვის საშუალებას. თხრობა, ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი. [[რომანი]] თითქმის მთლიანად [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] ცნობიერების ნაკადის შინაგანი [[მონოლოგი|მონოლოგებისგან]] შდგება. მთელი დღის განმავლობაში ბლუმისა და [[სტივენ დედალოსი]]ს ლტოლვა ერთმანეთისკენ ორივე გმირის უთვისტომობის, სულერი ობლობის, ადამიანური თანადგომისა და სითბოს წყურვილის ტრაგიკული განცდის გამოხატულებაა, რაც მამისა და ძის ერთარსობის [[რელიგია|რელიგიურ]] სიმბოლურ-პაროდიული სქემის სახით არის გამოვლენილი. რომანის ყველა ეპიზოდი , რომელშიც სტივენი ჩნდება, შეიძლება ოთხთავის აბა თუ იმ ამბის თავისებური პაროდია დავინახოთ, ხოლო იქ, სადაც ბლუმი მონაწილეობს, ძირითადადძველი აღთქმის რემინისცენციები ამოვიკითხოთ. არული თუ პირდაპირი ციტაციის გზით გამოვლენილბიბლიური [[მოსე]]ს სიმბოლური სახე [[ირლანდიელი]] ეროვნული გმირის [[ჩარლზ პარნელი]]ს სახელსაც უკავშირდება. ყველა ამ ანალოგიებისა თუ მითიურ-პარაბოლური [[სიმბოლო]]ს აზრი და დანიშნულება მუდამ ნათელი არ არის. იგრძნობა წინააღმდეგობა ჯოისის პერსონაჟის პარნელისადმი აშკარა სიმპათიასა თუ სტივენის [[ღმერთი]]ს სახედ წარმოდგენისა და იმ ორაზროვან ღვთისმგმობელურ [[ირონია]]ს შორის, რითაც გამსჭვირვალეა მთელი ეს ჯოისური [[მითოლოგია]].
 
რომანი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის, [[ებრაელი]] [[ლეოპოლდ ბლუმი]]ს ერთი დღის ([[16]] [[ივნისი]] [[1904]] აღინიშნება როგორც [[ბლუმსდეი]]) თავგადასავალს. ეს დღე ბლუმმა გაატარა გამომცემლობაში, ქუჩაში და [[დუბლინი]]ს კაფეში, იყო თავისი მეგობრის დაკრძალვაზე, ყურის სანაპიროზე, მოხუცთა პანსიონატში, სადაც ის შეხვდა [[სტივენ დედალუსიდედალოსი|სტივენ დედალოსს]], ახალგაზრდა მასწავლებელს ადგილობრივ სკოლაში და ბოლოს საკუთარ სახლში, სადაც ის საკმაოთსაკმაოდ გვიან იწვევს მთვრალ დედალოსს, რომელმაც დაკარგა ბინა. რომანის მთავარ ინტრიგად რჩება ბლუმის ცოლის, [[მოლი ბლუმი|მოლის]] ღალატი, ეს უკანასკნელი იცოდა ლეოპოლმდა ლეოპოლდმა, მაგრამ მან არაფერი მოიმოქმედა ამის წინააღმდეგ.
 
== გამოქვეყნების ისტორია ==