სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სამხრეთ კორეის კულტურის ენციკლოპედია| სამხრეთ კორეის კულტურის ენციკლოპედია]] სიტყვა „აეგუკგას“ განმარტავს, როგორც: „სიმღერა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს აღვივებს“ (შინ. თარგმანი) )
==ისტორია==
[[ფაილი:Yoon30.jpg|მინიატიურა|იუნ ჩჰი ჰო]]
[[ფაილი:Ahn Iktae.jpg|მინიატიურა|აჰნ ეკ ტაი - სამხრეთ კორეის ჰიმნის მუსიკის ავტორი]]
===წარმოშობა===
1890 წლიდან, კორეის მმართველმა [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიამ]] სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო [[ამერიკის შეერთებული შტატები]], [[გაერთიანებული სამეფო]] და [[რუსეთი]]. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის [[1896]] წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერში, კორეული სკოლის „პაეჯაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „აეგუკგას“ ერთ-ერთი ვერსია. ნამღერი სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“.
1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „აეგუკგას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს.
თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები იმღერებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის Auld Lang Syne-ის მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ]] (1919-1945) ეს ვერსია აეგუკგისა ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა, [[შანხაი|შანხაიში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]] გადასახლებაში ყოფნისას. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა [[აჰნ ეკ-ტაი|აჰნ ეკ-ტაის]] მიერ 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტ [[ლი სინ მანი|ლი სინ მანის]] განკარგულებით.
<gallery>
 
[[ფაილი:Yoon30.jpg|მინიატიურა|იუნ ჩჰი ჰო]]
[[ფაილი:Ahn Iktae.jpg|მინიატიურა|აჰნ ეკ ტაი - სამხრეთ კორეის ჰიმნის მუსიკის ავტორი]]
</gallery>
===საავტორო უფლება===
1965 წელს კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა. ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები გავრცელდა 2036 წლამდე. საავტორო უფლებები მემკვიდრეობით მის მეუღლეზე გადავიდა, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ გუნდს, რადგანაც შეასრულეს აჰნ ეკ-ტაის სიმღერა 2003 წელს. თუმცა 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა ლოლიტა აჰნ-მა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.
 
 
== ტექსტი ==
{{col-begin}}
55

რედაქტირება