სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

==ისტორია==
===წარმოშობა===
1890 წლიდან, კორეის მმართველმა [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიამ]] სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო [[ამერიკის შეერთებული შტატები]], [[გაერთიანებული სამეფო]] და [[რუსეთი]]. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის [[1896]] წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერში, კორეული სკოლის „პაეჯაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „აეგუკგას“ ერთ-ერთი ვერსია. ნამღერი სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“.
[[1900]] წელს კორეის იმპერიაში დაწერილი ერთ-ერთი წიგნში მოცემული იყო კორეის იმპერიის ჰიმნი, მას ეწოდებოდა „კორეის იმპერიის აეგუკგა“. ჰიმნის ავტორად მიიჩნევენ [[ფრანც ფონ ეკერტი|ფრანც ფონ ეკერტს]] სხვა მოსაზრების თანახმად, დოკუმენტური წყაროებით დასტურდება, რომ [[ფრანც ფონ ეკერტი|ეკერტი]] არ იყო კორეული ჰიმნის ავტორი და რომ „პაეჯაეს“ სკოლის მიერ ნამღერი სიმღერა და სამხედრო აკადემიის მიერ ნამღერი სიმღერა იყო შოტლანდიური პატრიოტული სიმღერის - Auld Lang Syne-ისა და ბრიტანეთის ჰიმნის - "God Save the Queen"-ის კორეულკორეული ვერსიები.
სიმღერა რომელიც [[ფრანც ფონ ეკერტი|ეკერტთან]] არის დაკავშირებული, 1902 წელს იქნა შესრულებული სამხედროების მიერ. ეკერტის სიმღერის ერთ-ერთი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა 1904 წელს კორეულ სკოლებში.
არსებობს ბევრიმრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თანამედროვე კორეული ჰიმნის ავტორი. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჰიმნის ტექსტი დაიწერა ერთ-ერთი პოლიტიკოსის - „იუნ ჩჰი-ჰოს“ მიერ 1896 წლის „[[დამოუკიდებლობის კარიბჭე|დამოუკიდებლობის კარიბჭის]]“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე შესრულებული პატრიოტული სიმღერისათვის. ასევე სხვადასხვა თეორიების მიხედვით ავტორებად მოისაზრებიან: ან ჩანგ-ჰო; ჩოი ბიუნგ-ჰუნი, კიმ ინ-სილკი, მინ-იანგ ჰვანი და სხვანი.
1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „აეგუკგას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს.
თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები იმღერებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის Auld Lang Syne-ის მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ]] (1919-1945) ეს ვერსია აეგუკგისა ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა, [[შანხაი|შანხაიში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]] გადასახლებაში ყოფნისას. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა [[აჰნ ეკ-ტაი|აჰნ ეკ-ტაის]] მიერ 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტ [[ლი სინ მანი|ლი სინ მანის]] განკარგულებით.
 
===საავტორო უფლება===
1965 წელს კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა. ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები გავრცელდა 2036 წლამდე. საავტორო უფლებები მემკვიდრეობით მის მეუღლეზე გადავიდა, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ გუნდს, რადგანაც შეასრულეს აჰნ ეკ-ტაის სიმღერა 2003 წელს. თუმცა 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა ლოლიტა აჰნ-მა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.
55

რედაქტირება