სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები იმღერებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის Auld Lang Syne-ის მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ]] (1919-1945) ეს ვერსია აეგუკგისა ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა, [[შანხაი|შანხაიში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]] გადასახლებაში ყოფნისას. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა [[აჰნ ეკ-ტაი|აჰნ ეკ-ტაის]] მიერ 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტ [[ლი სინ მანი|ლი სინ მანის]] განკარგულებით.
===საავტორო უფლება===
1965 წელს კომპოზიტორი აჰნ ეკ-ტაი გარდაიცვალა. შესაბამისად ჰიმნის მუსიკაზე მისი საავტორო უფლებები გავრცელდა 2036 წლამდე. საავტორო უფლებები მემკვიდრეობით მის მეუღლეზე გადავიდა, რომელმაც სასამართლოში უჩივლა ორ სამხრეთ კორეულ გუნდს, რადგანაც შეასრულეს აჰნ ეკ-ტაის სიმღერა 2003 წელს. თუმცა 2005 წლის 16 მარტს, კომპოზიტორის ქვრივმა ლოლიტა აჰნ-მა საავტორო უფლებები „ანგუკგაზე“ გადასცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას და დღეს ის უკვე სამხრეთ კორეელი ხალხის საკუთრებად ითვლება.
 
== ტექსტი ==
{{col-begin}}