სიგებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 28 interwiki links, now provided by Wikidata on d:q309946 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
{{მმართველი
'''სიგებერტ I''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]] Sigebert I) ([[535]] - [[575]]) - [[561]] წლიდან [[მეცი]]ს ([[ავსტრაზია]]) მეფე. [[ხლოტარ I]]-ს და [[ინგუნდა]]ს ვაჟი.
|ქვეყანა = [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]]
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = სიგებერტ I
|ორიგინალური სახელი = {{lang-fr|Sigebert I<sup>er</sup>}}
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Sigebert Ier.jpg
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = 561
|მმართველობის დასასრული = 575
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[ხლოტარ I]]
|მემკვიდრე = [[ხილდებერტ II]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = 535
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = 575
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება = [[ბრუნჰილდა]]
|შვილები = [[ინგუნდა (ჰერმენეგილდის ცოლი)|ინგუნდა]]<br />ხლოდოსინდა<br />[[ხილდებერტ II]]
|დინასტია = [[მეროვინგები]]
|მამა = [[ხლოტარ I]]
|დედა = [[ინგუნდა]]
}}
'''სიგებერტ I''' ({{lang-fr|Sigebert I<sup>er</sup>}}; დ. [[535]] — გ. [[575]]) — [[ავსტრაზია|ავსტრაზიის]] მეფე [[მეროვინგები]]ს დინასტიიდან. მეფობდა 561 წელს მამამისის, [[ხლოტარ I]]-ის სიკვდილიდან 575 წელს გარდაცვალებამდე. სიგებერტი იყო მესამე გადარჩენილი ვაჟი ხლოტარ I-სა და ინგუნდას ოთხი შვილიდან. მეფობის ძირითადი დროის განმავლობაში აწარმოებდა წარმატებულ სამოქალაქო ომს ნახევარძმის — [[ხილპერიკ I|ხილპერიკის]] წინააღმდეგ.
 
561 წელს ხლოტარ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ფრანკული ჩვეულების თანახმად, სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის გაიყო: სიგებერტი გახდა ავსტრაზიის სახელით ცნობილი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მეფე, დედაქალაქით რეიმსში, რომლის ტერიტორიებიც მან, მოგვიანებით, 567 ან 568 წელს, ძმის, [[ხარიბერტ I]]-ის გარდაცვალების შემდეგ გააფართოვა; თავად ხარიბერტს ერგო სამეფო ცენტრით პარიზში; [[გუნტრამი|გუნტრამმა]] მიიღო ბურგუნდიის სამეფო დედაქალაქით ორლეანში; ხოლო უმცროსმა ვაჟმა, ხილპერიკმა მიიღო [[სუასონი]], რომელიც ხარიბერტის სამეფოდან თავისი წილის მიღების შემდეგ [[ნოისტრია]]დ ჩამოყალიბდა.
 
[[ჰუნები|ჰუნებთან]] დაკავშირებული სასტიკი მომთაბარე ტომების, ავარების შემოტევებმა სიგებერტი აიძულა სამეფოს დედაქალაქი [[რეიმსი]]დან [[მეცი|მეცში]] გადაეტანა. მეფემ მათი თავდასხმები ორჯერ უკუაგდო 562 და 568 წლებში.
 
დაახლოებით 567 წელს სიგებერტი დაქორწინდა [[ვესტგუთები]]ს მეფის, [[ატანაგილდი]]ს ასულ [[ბრუნჰილდა]]ზე. ეს ქორწინება, ეპოქის მთავარი მემატიანის, [[გრიგოლ ტურელი]]ს სიტყვებით, მეტყველებს სიგებერტის მაღალ პიროვნებაზე ძალადობისა და აღვირახსნილობის ხანაში. ამ ქორწინების შემდეგ, მისი ძმა, ხილპერიკი, ატანაგილდთან მისი სხვა ქალიშვილის, გალსვინტას ხელის სათხოვნელად გაემგზავრა, რომელთან ქორწინების შემდეგაც მან დანარჩენი ცოლები მიატოვა, თუმცა იგი მალე მობეზრდა და მოაკვლევინა, რათა საყვარელზე, ფრედეგუნდაზე დაქორწინება შესძლებოდა. შესაძლოა დის მკვლელობით ცოლის, ბრუნჰილდას, აღშფოთების გამო სიგებერტმა შურისძიება სცადა. ძმები მანამდეც ეომებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ამჟამად მათი მტრობა ხანგრძლივ და სასტიკ ომად იქცა, რომელიც ორივე მათგანის შთამომავლობის დროსაც გრძელდებოდა.
 
573 წელს სიგებერტი [[პუატიე]]სა და [[ტურენი|ტურენს]] დაეუფლა და ძმის სამეფოს უმეტესი ნაწილი დაიპყრო. ხილპერიკი ტურნეში დაიმალა, თუმცა ტრიუმფის მომენტში, როდესაც სიგებერტი ხილპერიკის ნიშნებით მეფედ გამოცხადდა [[ვიტრი-ან-არტუა]]სთან, იგი ფრედეგუნდას დაქირავებულმა ორმა მკვლელმა მოკლა.
 
სიგებერტი ტახტზე მისმა შვილმა, [[ხილდებერტ II|ხილდებერტმა]] შეცვალა, ხოლო ბრუნჰილდამ რეგენტის სტატუსი მიიღო. ბრუნჰილდა და ხილდებერტი მალევე შევიდნენ [[გუნტრამი]]ს მფარველობის ქვეშ, რომელმაც, საბოლოოდ, ხილდებერტი შვილად და მემკვიდრედ აღიარა.<ref>''Anglo-Saxon Kinship Revisited'', Thomas Charles-Edwards, '''The Anglo-saxons from the Migration Period to the Eighth Century''', ed. John Hines, (Boydell Press, 2003), 178.</ref> სიგებერტს ბრუნჰილდასთან ხილდებერტის გარდა ჰყავდა ორი ქალიშვილი: [[ინგუნდა (ჰერმენეგილდის ცოლი)|ინგუნდა]] და ხლოდოსინდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat|Sigebert I}}
*[http://www.fordham.edu/halsall/basis/gregory-hist.html History of the Franks: Books I-X] at Medieval Sourcebook.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{s-start}}
{{s-hou|[[მეროვინგები|მეროვინგების დინასტია]]||535||575}}
{{s-bef|წინამორბედი=[[ხლოტარ I]]}}
{{s-ttl|ტიტული=ავსტრაზიის მეფე|წლები=561–575}}
{{s-aft|შემდეგი=[[ხილდებერტ II]]}}
{{end}}
{{მეროვინგები}}
{{ესკიზი-საფრანგეთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიგებერტ_I“-დან