ნოველა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 176.74.124.109 ცვლილებების გაუქმება (№2968751)
ხაზი 1:
'''ნოველა''' - მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის (იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.
 
ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში ([[ბოკაჩო]], [[საკეტი]], [[მაზუჩო]] და სხვა); შმდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
 
ნოველის ცნობილი ნიმუშები შექმნეს [[პროსპერ მერიმე]]მ, [[გი დე მოპასანი|გი დე მოპასანმა]], [[ანტონ ჩეხოვი|ანტონ ჩეხოვმა]], [[ო. ჰენრი]]მ, [[ერნესტ ჰემინგუეი]]მ და სხვებმა. ქართულ ლიტერატურაში - [[შიო არაგვისპირელი|შიო არაგვისპირელმა]], [[ნიკოლოზ ლორთქიფანიძე]]მ, [[ლეო ქიაჩელი|ლეო ქიაჩელმა]], [[სერგო კლდიაშვილი|სერგო კლდიაშვილმა]] და სხვამ.
 
== ლიტერატურა ==
* ''ლომიძე გ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 460, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოველა“-დან