ჰაილე სელასიე I: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Selassie restored.jpg|thumb|right|ჰაილე სელასიე I]]
'''ჰაილე სელასიე I''' (დ. [[23 ივლისი]], [[1892]], იჯერსო, [[ჰარარის პროვინცია]] — გ. [[27 აგვისტო]], [[1975]], [[ადის-აბება]]), [[ეთიოპია|ეთიოპიის]] იმპერატორი [[1930]]-[[1974]] წლებში.
 
დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორი ქალის [[ზაუდიტუ]]ს დროს [[1916]] წელს, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა [[ეთიოპიის კონსტიტუცია|ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია]] (1931). [[1923]] მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ [[ერთა ლიგა]]ში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. [[1974]] წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად.
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 11, გვ. 591, თბ., 1987
{{ქსე|11|591}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Haile Selassie I of Ethiopia}}