შოთა კვირაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[ცხაკაია]]ში (ახლანდელი [[სენაკი]]). შოთა კვირაია იყო განათლებული ინჟინერი, [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს კურსდამთავრებული და ასევე იურისტი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს კურსდამთავრებული. იგი შეუერთდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს 1977 წელს, მსახურობდა ოფიცრად, კორუფციასთან ბრძოლის სოხუმის განყოფილებაში (1977-1984) და შემდეგ თბილისში (1984-1990). საქართველოს სამოქალაქო ომის დროს იგი დაინიშნა პოლიციის უფროსად ზუგდიდში, სადაც ის იყო ჩართული საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების წინააღმდეგ. 1994 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. შეცვალა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი, აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი [[იგორ გიორგაძე]]. მას ბრალი დასდეს ოპოზიციის დარბევაში, ადამიანის უფლებების დამცველთა დევნასა და პატიმრების წამებაში (1993 წელს დაუმტკიცდა 6 მამაკაცის მკვლელობა), რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სატელეფონო საუბრების მოსმენა. 1997 წელს ის იძულებული გახდა გასულიყო პენსიაში. მას შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში. შოთა კვირაია გარდაიცვალა [[მოსკოვი|მოსკოვში]], 2011 წლის 10 იანვარს, თირკმელის უკმარისობით და დაკრძალეს [[თბილისი|თბილისში]].
 
[[კატეგორია:სამხედრო მოღვაწეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_კვირაია“-დან