ლი სინ მანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 82:
როგორც ლი სინ მანი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი [[კიმ ირ სენი]] ცდილობდნენ კორეა გაეერთიანებინათ თავისი ხელისუფლების ქვეშ. [[1948]] წელს მიღებული ორივე კორეის კონსტიტუცია ადასტურებდა, რომ მტავრობის სურვილი იყო აღედგინა ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. [[1949]] წელს [[სსრკ]]-მა და [[აშშ]]-მა გაიყვანეს თავიანთი ძალები ქვეყნიდან. აშშ-მ უარი თქვა სამხრეთ კორეის მძიმე ტექნიკით შეიარაღებაზე, ამავდროულად [[სსრკ]]-მ და [[ჩინეთი|ჩინეთმა]] დაიწყეს ჩრდილოეთ კორეის აქტიური შეიარაღება, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთის სწრაფი სამხედრო გაძლიერება. [[1950]] წელს [[კორეის სახალხო არმია]]მ ყველა კომპონენტში გადააჭარბა [[სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები|სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს]].
 
[[1950]] წლის 25 ივნისს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა გადალახეს საზღვარი. დაიწყო [[კორეის ომი]]. 28 ივნიის აიღეს [[სეული]]. აგვისტოს შუა ხაანებში ცრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ კორეის ტერიტორიის 90 %-ს. 20 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის წინსვლა შეჩერდა. [[1950]] წლის სექტემბრიდან დაიწყო სამხრეთ კორეისა და [[გაერო]]ს ძალების წინსვლა. 23 სექტემბერს დაიბრუნეს სეული. ოქტომბერში მიაღწიეს 38-ე პარალელს, ხოლო ამავე თვეში აიღეს [[ფხენიანი]]. 5 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეელებმა ჩინელების დახმარებით დაიბრუნეს [[ფხენიანი]], ხოლო [[1951]] წლის 4 იანვარს კვლავ აიღეს [[სეული]]. მარტის შუა რიცხვებში სეული სამხრეთ კორეელთა კონტროლს დაუბრუნდა.
 
[[1953]] წლის 27 ივლისს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საზღვარი გაავლეს 38-ე პაალელზე, ხოლო მის გასწვრივ ჩამოყალიბდა დემილიტარიზებული ზონა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლი_სინ_მანი“-დან