გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მიტროპოლიტი გრიგოლი''' (დ. [[18 ივლისი]], [[1956]], [[თბილისი]]) — [[ფოთისა და ხობის ეპარქია|ფოთისა და ხობის ეპარქიის]] მიტროპოლიტი.
 
[[1990]] წელს დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]] და სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო აკადემია|თბილისის სასულიერო აკადემიის]] ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც [[1994]] წელს დაამთავრა. [[1989]] წლის [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად [[სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი|სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში]], ხოლო [[1990]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]] მღვდლად [[ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი|ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში]]. [[1994]] წლის [[2 თებერვალი|2 თებერვალს]] მიენიჭა [[დეკანოზი]]ს წოდება. [[1996]] წლის [[21 მარტი|21 მარტს]] კი შემოქმედის მონასტერში [[ბერი|ბერად]] აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა [[იობი (მეუფე)|იობმა]], ორი დღის შემდეგ, [[23 მარტი|23 მარტს]] [[არქიმანდრიტი]]ს წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, [[24 მარტი|24 მარტს]] [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]]. [[1996]]-[[2003]] წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. [[2003]] წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. [[2003]] წლის [[7 სექტემბერი|7 სექტემბერს]] ებოძა [[მთავარეპისკოპოსი]]ს წოდება, ხოლო [[2007]] წლის [[3 ივნისი|3 ივნისს]] [[მიტროპოლიტი]]ს წოდება.
*[[1990]] წლის [[27 მარტი]] ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა [[კონსტანტინე (მეუფე)|კონსტანტინემ]] აკურთხა მღვდლად [[ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი|ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში]];
*[[1994]] წლის [[2 თებერვალი]] - მიენიჭა [[დეკანოზი]]ს წოდება;
*[[1996]] წლის [[21 მარტი]] - შემოქმედის მონასტერში [[ბერი|ბერად]] აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა [[იობი (მეუფე)|იობმა]];
*[[1996]] წლის [[23 მარტი]] - მიენიჭა [[არქიმანდრიტი]]ს წოდება;
*[[1996]] წლის [[24 მარტი]] - [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]];
*[[1996]]-[[2003]] წლებში - შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობოის გამყოფილების უფროსი;
*[[2003]] წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
*[[2003]] წლის [[7 სექტემბერი]] - ებოძა [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოსობა]];
*[[2007]] წლის [[3 ივნისი]] - მიენიჭა [[მიტროპოლიტი]]ს წოდება.
 
*კათედრა [[ფოთი|ფოთში]], რეზიდენცია ფოთსა და [[ხობი|ხობში]].