ერწუხის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ერწუხის ბრძოლა''' — [[1104]] წელს გამართული ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი [[საინგილო]]) საქართველოს ლაშქარსა და [[განძა|განძის]] [[ათაბაგი|ათაბაგს]] შორის.
 
1104 წელს, მას შემდეგ, რაც კახელმა დიდებულებმა [[არიშიანი|არიშიანმა]], [[ბარამი|ბარამმა]] და მათმა ბიძამ (დედის ძმა) [[ქავთარ ბარამის ძე]]მ შეიპყრეს და [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]] გადასცეს კახთა მეფე [[აღსართან II]], საქართველოს მეფემ კახეთ-ჰერეთი დაიკავა, თუმცა ყველა კახელი დიდებული როდი იყო კახეთ-ჰერეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში შესვლის მომხრე — დავით IV-ს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. კახელ წარჩინებულთა ეს ნაწილი დახმარების სათხოვნელად ეახლა განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. სულთნისთვის, ბუნებრივია, ძნელად ასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრება-გაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად გაერთიანება. იგი, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავითმა მტკიცედ ამოუკვეთა ფეხი საქართველოდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა. დავითმა აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო კარი მთელს მახლობელ აღმოსავლეთში გამოკვეთა. პრაქტიკულად, იგი უკვე მზად იყო კავკასიის გაერთიანების დიდი პროგრესული საქმე მოეგვარებინა, ამიტომ სულთნისათვის თუ განძის ათაბაგისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, სულთნის გავლენას ემორჩილებოდა, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ იყო. მუსლიმმა მმართველებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად დასძრეს. დავით აღმაშენებელმა მტერს მცირე, თუმცა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი დაუპირისპირა.
მას შემდეგ, რაც [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლმა]] თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და [[კახეთ-ჰერეთის სამეფო]] შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი. სელჩუკთა [[სულთანი|სულთანმა]] „''ურიხვნის სპანი''“ შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „''ათაბაგი [[განძა|განძისა]] და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა''“. როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი „''მცირედი ლაშქარი''“ და „''წვრილი ერი''“ შეაგება.
 
ბრძოლა 1104 წელს ერწუხის ველზე გაიმართა. საქართველოს მეფემ ახალი ტაქტიკური ხერხი შესთავაზა სელჩუკებს — „ქმნა წყობანი დიდნი“ ანუ, როგორც ჩანს, მძლავრი ფლანგური დარტყმები განახორციელა. „[[ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი]]“ თვალნათლივ და შესაშური ხატოვანებით აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. მემატიანის სიტყვებით, დავითი არ ჰგავდა სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან აძლევენ განკარგულებებს მეომრებს. დავითი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმით და ამხნევებდა მათ. იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ფრთებზე, გოლიათივით წინ მიემართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს. მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბე აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შემოიხსნა და ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა, მხილველები თავიდან შეეჭვებულან მეფე ხომ არ დაჭრილაო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და „''მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი''“.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=124}}{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=17}}
დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით ბრძოლა ერწუხში გაიმართა. ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე „''ხმა-განსმენილი იგი დიდი ბრძოლა''“-ის სახელით ნათლავს. დავით აღმაშენებელი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში .
{{ციტატა|ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მათლითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა}}
 
ერწუხის ომშიბრძოლაში დავითდავითმა აღმაშენებელსძლევამოსილად „''სამნიგაიმარჯვა. ცხენნიბრძოლის გამოუკლნესშედეგი დამეტად მეოთხესაღამძიმე ზედაიყო მჯდომმანმოწინააღმდეგისათვის, სრულყომან მისსრული დღისაგანადგურება ომი''“იგემა. ერწუხთან მოპოვებულამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეჯახებაშიშეტაკებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.
გმირმა მეფემ არაერთი მუსლიმი გამოასალმა სიცოცხლეს ისე რომ ლიპორიდან „''უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს''“. ბრძოლის შემდეგ, როდესაც დავითმა სარტყელი შეიხსნა სისხლი ტქრიალით დაესხა მიწაზე - „''რა დაინახა ესოდენი მტკნარისი სისხლისი შეყინებულისი, რომელსა პირველ განხილვისა თვით მისგან ვგონებით გამოსრულად''“.
ერწუხის ომში დავით აღმაშენებელს „''სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი''“. ერწუხთან მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეჯახებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს ბრძოლების სია]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|211|როინ მეტრეველი}}
* {{cite book |last=მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი|first= |year=[[2012]] |title=საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-585-3|ref=CITEREFსაქართველოს ისტორია, ტ. II2012}}
* {{cite book |last=მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი|first= |year=[[2007]] |title=საქართველოს მეფეები |publisher=ნეკერი |location=[[თბილისი]] |isbn=99928-58-36-2|ref=CITEREFსაქართველოს მეფეები2007}}
* {{cite book |last=სამუშია|first=ჯაბა |year=[[2015]] |title=საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 6 – დავით აღმაშენებელი |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-21-755-5|ref=CITEREFჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი2015}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{დავით აღმაშენებელი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერწუხის_ბრძოლა“-დან