ლი სინ მანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
 
== ხელისუფლებაში მოსვლა ==
კორეაში [[იაპონია|იაპონიის]] მმართველობის დასრულების შემდეგ [[აშშ]]-მ უარი თქვა ეღიარებინა, როგორც [[1945]] წელს შექმნილი კორეის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმურობა, ისე საზღვარგარეთ მოქმედი კორეის დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობა. კორეის ნახევარკუნძულის ამერიკული ზონის სამართავად აშშ-მ 8 სექტემბერს შექმნა ამერიკის სამხედრო მთვრობა არჩიბალდ არნოლდის მეთაურობით. აღნიშნული მთავრობა დიდი პრობლემებს წინაშე აღმოჩნდა, საჭირო გახდა კორეელებში ავტორიტეტის მქონე ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანა. აშშ-მ არჩევანი ლი სინ მანზე შეაჩერა.
 
ლი სინ მანი სხვა პოლიტემიგრანტებთან ერთად დაბრუნდა [[სეული|სეულში]] და [[კიმ გიუ სიკი|კიმ გიუ სიკთან]] ერთად ჩამოაყალიბა სამხრეთული ნაწილის დროებითი საკანონმდებლო ორგანო და დროებითი მთავრობა.
 
[[1948]] წელს ლი სინ მანმა კიმ გიუ სიკი შეცვალა დროებითი საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის თანამდებობაზე. 10 მაისს აირჩიეს კონსტიტუციური ასამბლეის წევრად. 31 მაისს ასამბლეის სპიკერი გახდა. 20 ივლისს გაიმართა კორეის ისტორიაში პირვლი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ლი სინ მანმა. 15 აგვისტოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად გადაიბარა ხელისუფლება ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციისაგან.
 
== კორეის ომი ==
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლი_სინ_მანი“-დან