დალეი ბლინდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
კარიერა.
ხაზი 54:
}}
'''დალეი ბლინდი''' ({{lang-nl|Daley Blind}}; დ. [[9 მარტი]], [[1990]], [[ამსტერდამი]]) — [[ნიდერლანდელები|ნიდერლანდელი]] ფეხბურთელი. თავი გამოიჩინა ნიდერლანდის ნაკრებში [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მუნდიალზე]], როდესაც გახდა ბრინჯაოს მედლების პრიზიორი. ჩემპიონატის შემდეგ „აიაქსიდან“ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.<ref>[http://www.manutd.com/en/News-And-Features/Football-News/2014/Aug/manchester-united-reach-agreement-to-sign-daley-blind.aspx United agree deal for Blind] {{en icon}}</ref>
 
==საკლუბო კარიერა==
 
===აიაქსი===
 
ბლინდმა კარიერა მისი მშობლიური ქალაქის კლუბ [[აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)|აიაქსში დაიწყო]], იმავე კლუბში სადაც თამაობდა დალეის მამა დენი, რომელმაც სახელი გაითქვა სწორედ ამ გუნდში თამაშის დროს. 2008-2009 წლების სეზონამდე ბლინდი თამაშობდა აიაქსის ახალგაზრდულ კლუბებში, შემდეგ კი აიაქსის მთავარ შემადგენლობაში დაიმსახურა მოხვედრა. ახალგაზრდობის დროს ბლინდს უწევდა საყრდენ ნახევარმცველად თამაში, მისი თამაშიდან გამომდინარე იყო ახალგაზრდული აიაქსის კაპიტანიც. პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი ბლინდმა, აიაქსთან, 2010 წლის 1 ივნისამდე მოაწერა.<red>[http://english.ajax.nl/web/show/id=154814/contentid=62320] {{en icon}}</ref>
 
====განათხოვრება გრონინგენში====
 
2010 წლის 5 იანვარს გადაწყდა რომ იჯარის წესით ბლინდი 2009-2010 წლების დარჩენილ სეზონს, [[გრონინგენი (საფეხბურთო კლუბი)|გრონინგენში]] გაატარებდა. სწორედ გრონინგენში თამაშის დროს საბოლოოდ გადაწყდა ბლინდის პოზიცია, ახალ გუნდში მას მარჯვენა მცველის პოზიცია არგუნეს. ასევე გრონინგენს უნდოდა მისი მთლიანად გამოსყიდვა აიაქსისგან თუმცა ეს ტრანსფერი არ განხორციელებულა.
 
====დაბრუნება აიაქსში====
 
შემდეგ ორ სეზონში აიაქსმა და ბლინდმა ზედიზედ ორჯერ მოახერხეს გაჩემპიონება [[ერედივიზია|ჰოლანდიის ჩემპიონატში]], ამ ორი სეზონის განმავლობაში ბლინდი უმატებდა თამაშის ხარისხს და ნელ-ნელა შედარებით მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. 2012-2013 წლების სეზონში ბლინი ძირითადის ფეხბურთელად მოგვევლინა მარცხენა მცველის პოზიციაზე.
 
მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ბლინდი გახდა გუნდის წამყვანი მოთამაშე, ამ დროის განმავლობაში აიაქსმა კიდევ ორჯერ მოახერხა გაჩემპიონება, ზედიზედ მეოთხე ჩემპიონის ტიტული აიაქსისთვის აღმოჩნდა 33-ე. ასევე ბლინდმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2016 წლის ზაფხულამდე თუმცა 2014-2015 წლების სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდა.
 
===მანჩესტერ იუნაიტედი===
 
2014 წლის 30 აგვისტოს მანჩესტერმა განაცხადა რომ მიაღწია შეთანხმებას აიაქსთან ბლინდის ტრანსფერის თაობაზე, ბლინდმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. 1 სექტემბერს საბოლოოდ გაფორმდა ხელშეკრულება სატრანსფერო ღირებულება 13.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ბლინდის დებიუტი იუნაიტედის რიგებში ცამეტი დღის შემდეგ შედგა [[ოლდ ტრაფორდი|ოლდ ტრაფორდზე]] "ქპრ-ს" წინააღმდეგ, ეს თამაში იუნაიტედმა 4-0 მოიგო და სეზონიში პირველი გამარჯვება იზეიმა, ბლინდმა კი შეუცვლელა ითამაშა. პირველი გოლი კი ბლინდმა შორეული დარტყმით ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ, 20 ოქტომბერს გაიტანა, მატჩი 2-2 დასრულდა.
 
16 ნოემბერს ბლინდმა ტრამვა მიიღო ლატვიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. და მინდორს მხოლოდ 11 იანვარს დაუბრუნდა, მისი დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან ოლდ ტრაფორდზე დათმეს შეხვედრა სოუთჰემპტონის წინააღმდეგ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დალეი_ბლინდი“-დან