ქალდეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 22:
ასურეთის მეფე [[სალმანასარ III]]-მ ძვ.წ.851 წელს აიძულა ბიტ-იაკინის, ბიტ-დაკურის და ბიტ-ამუკანის ბელადები ხარკი გადაეხადათ მისთვის. ქალდეელებთან ომებს აწარმოებდნენ, აგრეთვე, ასურეთის მეფეები [[შამში-ადად V]] და [[ადად-ნირარი III]] ძვ.წ. 803 წ. , ძვ.წ. 796 წ. და ძვ.წ. 785 წ. მათ დაიმორჩილეს და დახარკეს ქალდეელთა ყველა ტომი.
 
ძვ.წ. 744 წელს ასურეთის მეფე [[ტიგლათფილესერ III]] (ძვ.წ. 745 - ძვ.წ. 727 ) შეიჭრა ბაბილონში და დაამარცხა ქალდეური ტომები. მან მიიღო ტიტული - "შუმერისა და აქადის მეფე". [[ასურეთი]]ს მიერ [[ბაბილონი]]ს აღების შემდეგ ბაბილონის ქალაქთა სამღვდელო წრეები, ჩინოვნიკები და ვაჭრები თანდათან გადადიოდნენ ასურელთა მხარეს. ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ინიციატივა გადავიდა ქალდეველთა და უბრალო მოქალაქეთა ხელში. ძვ.წ. 732 წელს [[ბაბილონის სამეფო]] დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, რაც გახდა ასურელთა, ქალდეველთა და ელამელთა ბრძოლის სიგნალი გახდა ბაბილონელთა მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალდეელები“-დან