ქალდეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
== ისტორია ==
[[File:Ashurnasirpal2 stele.jpg|thumb|ასურნასირფალ II]]
წერილობით წყაროებში ქალდეველები პირველად მოიხსენიებიან ძვ. წ. 878 წელს [[ასურეთი]]ს მეფე [[ასურნასირფალ II]]-ის ანალებში. ისინი ცხოვრობდნენ [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურის]] სანაპიროზე ჭაობიან რაიონში მდინარეების, [[ტიგროსი]]სა და [[ევფრატი]]ს ქვემო დინების გასწვრივ. ძვ. წ. IX ს. ქალდეელებმა მჭიდროდ დაიკავეს [[ბაბილონი]] სამხრეთი ნაწილი და თანდათან გადაადგილდნენ ჩრდილოეთისაკენ. პარალელურად, მათ ცხოვრებში შეიჭრა ძველი ბაბილონური კულტურა და რელიგია. ყველა ქალდეური ჯგუფი მისდევდა ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას და დაკავებული იყო მესაქონლეობით (იოანე. 1:17), თევზაობით, აგრეთვე, მიწათმოქმედებით. როგორც ლურსმული წყაროებიდან არის ცნობილი, ისინი ცხოვრობდნენ ტომებად თავიანთი ბელადების ხელმძღვანელობით. ცნობილია ექვსი ქალდეური ტომი (ბიტი). ესენია:
 
* ბიტ-იაკინი ([[ელამი|ელამთან]] მოსაზღვრე ტომი)
ხაზი 19:
 
ისინი ცდილობდნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას როგორც ერთმანეთისაგან, ასევე [[ასურელები]]საგან. ასურელები მათ ეცილებოდნენ სამხრეთ [[ბაბილონი]]ს დაუფლებაში, რომელსაც [[კასიტები]] კარდუნიაშს („კარდუს (ქართუ) ქვეყანას“, ესე იგი ქალდეების) უწოდებდნენ, ხოლო ასურელები - ქვეყანა „Kaldu“-ს.
 
ასურეთის მეფე [[სალმანასარ III]]-მ ძვ.წ.851 წელს აიძულა ბიტ-იაკინის, ბიტ-დაკურის და ბიტ-ამუკანის ბელადები ხარკი გადაეხადათ მისთვის. ქალდეელებთან ომებს აწარმოებდნენ, აგრეთვე, ასურეთის მეფეები [[შამში-ადად V]] და [[ადად-ნირარი III]] ძვ.წ. 803 წ. , ძვ.წ. 796 წ. და ძვ.წ. 785 წ. მათ დაიმორჩილეს და დახარკეს ქალდეელთა ყველა ტომი.
 
ძვ.წ. 744 წელს ასურეთის მეფე [[ტიგლათფილესერ III]] (ძვ.წ. 745 - ძვ.წ. 727 ) შეიჭრა ბაბილონში და დაამარცხა ქალდეური ტომები. მან მიიღო ტიტული - "შუმერისა და აქადის მეფე". [[ასურეთი]]ს მიერ [[ბაბილონი]]ს აღების შემდეგ ბაბილონის ქალაქთა სამღვდელო წრეები, ჩინოვნიკები და ვაჭრები თანდათან გადადიოდნენ ასურელთა მხარეს. ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ინიციატივა გადავიდა ქალდეველთა და უბრალო მოქალაქეთა ხელში. ძვ.წ. 732 წელს [[ბაბილონის სამეფო]] დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, რაც გახდა ასურელთა, ქალდეველთა და ელამელთა ბრძოლის სიგნალი ბაბილონელთა მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალდეელები“-დან