სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება
ხაზი 52:
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან [[ლორე]]ში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
[[ფაილი:Samshvildis Sioni - (Reconstruction).jpg|მინი|მარცხნივ|სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია]]
 
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] დაიბრუნა. [[1110]] [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და [[სამშვილდის შემოერთება|შემოიერთა]]. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
Line 68 ⟶ 67:
[[ფაილი:Samshvildis Sioni - GEGMA.jpg|მინი|მარჯვნივ|სამშვილდის სიონის გეგმა]]
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების [[დარბაზული ეკლესია]], დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
[[ფაილი:Samshvildis Sioni - (Reconstruction).jpg|მინი|მარცხნივ|სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია]]
 
===წმ. გიორგის ეკლესია===
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან