ლი სინ მანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
 
== მოღვაწეობა ემიგრაციაში ==
[[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დაწყების შემდეგ ლი სინ მანი ციხიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით იგი [[აშშ]]-ში გაემგზავრა. [[1904]] წელს ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის გენერალურ მდივან [[ჯონ ჰეი]]სა და პრეზიდენტ [[თეოდორ რუზველტი|თეოდორ რუზველტს]] შეხვდა. ლი სინ მანი შეეცადა დაერწმუნებინა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ჩარეულიყო კორეის საქმეებში და აღედგინა მისი დამოუკიდებლობა. მისი მისია წარუმატებლად დასრულდა, [[1905]] წელს დაიდო [[იაპონია-კორეის ხელშეკრულება (1905)|იაპონია-კორეის ხელშეკრულება]] პროტექტორატის შესახებ, რომელმაც აღიარა კორეის დამოუკიდებლობა იაპონიის მფარველობაში. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ ლი სინ მანი [[აშშ]]-ში დარჩა და გააგრძელა განათლება. [[1907]] წელს მან [[ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი]]ს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. [[1910]] წელს [[ჰარვარდის უნივერსიტეტი]]ს ხელოვნების მაგისტრია, ამავე წელს გახდა [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]ს ფილოსოფიის დოქტორი. იგი იკვლევდა ისტორიის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ქრისტიანული თეოლოგიიისა და სამართლის საკითხებს.
 
ლი სინ მანი კორეაში დაბრუნდა [[1910]] წლის დასასრულს და გახდა ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ამავე წელს იაპონიამ დაიპყრო კორეა და დაიწყო ადგილობრივი ქრისტიანების დევნა. სამშობლოში 15-თვიანი ცხოვრებების შემდეგ ლი სინ მანი კვლავ [[აშშ]]-ში გაემგზავრა. [[1912]] წელს იგი [[ჰავაი]]ში გაემგზავრა, სადაც დააარსა ქრისტიანული სკოლა კორეელი ემიგრანტებისთვის.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლი_სინ_მანი“-დან