ზედაზნის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ზედაზნის მონასტერი''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, [[არაგვი|არაგვის]] მარცხენა ნაპირზე, [[საგურამოს ქედი|საგურამოს ქედზე]].
 
[[ზედაზენი|ზედაზნის მთას]], რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის - ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.