სვანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Old peasant with dagger and long smoking pipe, Mestia, Svanetia, Georgia (Republic).jpg|thumb|250px]]
'''სვანები''' — [[ქართველები|ქართველთა]] ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ [[სვანეთი|სვანეთში]], [[მესტიის რაიონი|მესტიისა]] და [[ლენტეხის რაიონი|ლენტეხის]] რაიონებში, აგრეთვე [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის]] ავტონომიური რესპუბლიკის [[გულრიფშის რაიონი|გულრიფშის რაიონის]] ჩრდილოეთ ნაწილში ([[კოდორის ხეობა]], დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: [[იმერეთი]], [[ქვემო ქართლი]], [[კახეთი]]. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ [[კავკასიონი|დიდი კავკასიონის]] როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე [[ყუბანი|ყუბანის]] ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]], ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ [[სვანური ენა|სვანურს]], რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვანები“-დან