რუსუდან ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
რუსუდან ლორთქიფანიძე დაიბადა 1947 წელს თბილისში მეცნიერ - მუშაკის ოჯახში. მამა – რევაზ ლორთქიფანიძე, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. დედა – ელენე ლორთქიფანიძე, ეკონომისტი, ამჟამად პენსიონერი. მეუღლე – გიორგი ბერიძე, არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
 
რუსუდან ლორთქიფანიძემ 1965 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 53- ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა. მისი სადიპლომო ნაშრომი: „ბავშვთა აღზრდისა და დასვენების ცენტრი” დაჯილდოვდა საკავშირო პირველი პრემიით. 1972 წლიდან არის არქიტექტორთა კავშირის წევრი. 1971-75 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი (მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში) და იმავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1977 წელს გაიმარჯვა თბილისში საბავშო კომპლექს „მზიურის” პროექტების კონკურსში. 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ უმცროსი, ხოლო 1981 წლიდან უფროსი მეცნიერ - თანამშრომლის თანამდებობაზე. პარალელურად 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის საფუძვლების კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო 1993 წლიდან – პროფესორის თანამდებობაზე. 1989-91 წლებში გაიარა დოქტორანტურის კურსი მოსკოვის არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის კვლევით ინსტიტუტში. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში”. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიისა, ერთ - ერთი მათგანი: „იტალიის თანამედროვე არქიტექტურა 1970-1990 წლებში” – გამოიცა რომში 1995 წელს და მიიღო მაღალი შეფასება იტალიურ არქიტექტურულ ჟურნალებში. გარდა ამისა უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც ეხება დასავლეთის თანამედროვე არქიტექტურის და ქართული არქიტექტურის პრობლემატიკას. ამავე თემატიკით სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.
 
1982-83 წლებში ერთი წლით მივლინებული იყო სამეცნიერო სტაჟირებით რომის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. აქედან მოყოლებული, ყოველწლიურად, რამდენიმე თვით იტალიური ნაციონალური კვლევების ცენტრის ხაზით აწარმოებდა კვლევით მუშაობას მილანის, ვენეციის და რომის უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტებზე. გარდა ამისა „მიწვეული უცხოელი პროფესორის” რანგში (რომელიც მიენიჭა 1995 წელს რომის უნივერსიტეტ – „ლა საპიენცაში”) რეგულარულად ატარებდა ლექციებსა და სემინარებს, ეწეოდა ქართული კულტურის პროპაგანდას. 1995-96 წლებში, რომსა და ვენეციაში პროფესორებთან ჯ. სკარჩიასა და ლ. მაგაროტოსთან ერთად მოამზადა, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი კონფერენციები. 1998 წელს გენუის უნივერსიტეტში პროფესორებთან ად. ალჰაგო - ნოველოსა და ნ. ყაუხჩიშვილთან ერთად მოამზადა სიმპოზიუმი – „საქართველოს კულტურა წარსულსა და მომავალს შორის”. 1996 წელს ორი თვით მიწვეული იყო გერმანიის აკადემიის მიერ და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა: „ბერლინის, როგორც ხელმეორე დედაქალაქის არქიტექტურულ - ურბანისტულ პრობლემებზე”. 1996 წელს 4 თვე მუშაობდა რომში NATO-ს გრანტით, ხოლო შემდეგ ორი თვე ვენეციის უნივერსიტეტში, სადაც ცნობილ ქართველოლოგ, პროფესორ ლუიჯი მაგაროტოსთან ერთად მოამზადა კონფერენცია თემაზე: „1920 – იანი წლების ქართული ავანგარდი. მხატვრობა, კულტურა, პოეზია”. რომის უნივერსიტეტში, იტალიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მუშაობდა თემაზე: „არქიტექტურა და რეჟიმი. მსგავსება და თავისებურება”.