ექვთიმე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2:
'''ექვთიმე III''' ''ეფთვიმე'', ''ევფემოს'' – [[საქართველო | საქართველოს]] [[კათოლიკოსი | კათოლიკოს-პატრიარქი]] XIV საუკუნის I ნახევარში. [[გიორგი V ბრწყინვალე | გიორგი ბრწყინვალესთან]] ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას, მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის [["ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ" | კანონები]] შეიმუშავა. ეფთვიმე იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული-ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული და არაქართული ქრისტიანული მონასტრების მატერიალური-მორალური მდგომარეობის ამაღლებაზე. [[1334]] ეფთვიმემ პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე ხანებში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო [[აღაპი]] დაუწესეს.
 
==ისტორიული წყაროები==
კათოლიკოს-პატრიარქი ექვთიმე მოხსენიებულია [[მაღალაშვილის სახარება|მაღალაშვილის სახარების]] XIV საუკუნის ერთ მინაწერში, სადაც ჩანს მისი ზრუნვა ჩრდილოკავკასიის ტომებზე:
 
{{ციტატა|ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩვენმან '''ექთიმე''' მოიხილა კახეთს ამწუხისა საეფისკოპოზო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი... ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჭ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა, და ყოვლისა კაკისა, ესე იგი არს; ძუელისა მოვაკნისა, ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა. და ამან სანატრელმა ექთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თვის ეკლესიისა<ref>მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1895 წ., გვ. 205</ref>...}}
 
ნახსენებია [[ძეგლისდება_(გიორგი_ბრწყინვალე)|გიორგი ბრწყინვლასი ძეგლის დების]] პრეამბულაში:
{{ციტატა|ჩვენ მეფეთ მეფემან გიორგიმ, ძემან ყოველთა შორის წარჩინებულისა მეფეთ მეფის დიმიტრისამან, დავდევით ძეგლი ესე განაჩენი, მას ჟამსა ოდეს შევედით მთიულთა შიგან მოსავლელად ღუთის მოწყალებითა ყოვლგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩუენისასა და უცილებლად პყრობად ტახტისა და სკიპტრისასა წარვედით ტახტით ჩუენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩუენსა ჟინვანს და მუნით მივედით ჴადა ცხაოტს და მოვასხენით ყოველნი მუნებურნი ჴევის ბერნი და ჰეროვანნი და გავიგონეთ მათნი საქმენი. დავსხედით მათსა სასაქმოსა და მივედით დარიელამდის და ვსცანით ესე, რომელ ღუთივ გუირგუინოსანთა და სანატრელთა ჩუენთა ჩამომავალთა მეფეთაგან ამად არ გასჩენოდა ძეგლითა გაჩენითა და დადებითა სისხლისა და სხვათა და მრავალთა უწესოთა მიმძლავრებულთა საქმეთა რომელნიმე საქმისა, რომლისათუის პრიანებოდათ აღრევით ყოფა ერთმანეთსა შიგან და რომელთამე სხვის ჟამისა შემოსრულობისათუის უკუე ყოფა გაჩენა ვერ სწრებოდეს და სრულად მთიულთა მოკლებასა და გაჩენასა და ჟამ გვცეს მოწყალებითა ღუთისათა. დარეალით მობრუნებულთა ვილოცეთ ლომისის მთავარ მოწამის წინაშე და ჩამოვიარეთ ცხრაზმის ჴევი და მოვიკლევით მუნებური საქმე, მოვედით მუხრანს საზამთროსა ჩუენსა და დავდეგით და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემისა ერისთავნი და ჴევის თავნი და ჴევის ბერნი და ჰეროვანნი და დავსხედით. დავსვით წმიდა მეუფე და ქართლისა კათალიკოზი '''ეფთვიმი''' და დავსხით ვაზირნი და ეპისკოპოსნი და მოურავნი და გავიგონეთ, რომელ დიდი უსამართლო და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანეთსა ზედა და სისხლის მსუბუქობისათუის ადვილ ჩნდა ჩუენდა ერთმანეთის ღალატად დასმა და დაქცევა ციხეთა, სიკუდილი, ცოლის წაგურა და უბრალოდ დაგდება და მრავალფერნი ულუსობა და ყოველნივე სამართალი აღარ იყო ღა და დღეისით წინათღა ერთმანეთის საყოფთა საქმეთა ამად აღარ შემოვიღეთ, ერთმანეთის ამოსვლა არ იქნებოდა, განაჩენ დაუდებლობა ექმნათ და აწ ყუელა გავაჩინეთ, რა რიგად ვის რა ეყოს, ერთმანეთის ავი სისხლი სდგეს, ანუ სხვა სასაქმო რაგინდარა იყოს, გარდახდეს ჯუართა ყელს აქეთ, ჴადა ცხაოტს, ზანდუკის ჴევს კიბეთ ქუეშეთ და მენესოს ზემოთ ეს განაჩენი დავდევით, სასჯულო საქმე და საეკკლესიო რისაც გინდა სასაქმოსა კაცის მკულელთა, ეკკლესიის მკრეხუელთა, ცოლის დამგდებელთა უბრალოსათა, ანუ წამგურელთა სხუათაგან. სხუა რაც სასჯულო საკითხავი იყოს, იგი კათალიკოზმან და მათ განაჩენთა მათ ზედა ეპისკოპოსთა მათ ჰკითხონ. ჩუენ მსოფლიოსა ამის სისხლი, პატივი და სასაქმო გაგუიჩენია. დღეიდან წაღმა ესრეთ იქმნას...}}
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_III“-დან