გვადი ბიგვა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წიგნი | სახელწოდება = ტარიელ გოლუა | მშობ_სახელი...
(განსხვავება არ არის)

14:21, 25 აგვისტო 2015-ის ვერსია

გვადი ბიგვალეო ქიაჩელის სოციალური რომანი.

„ტარიელ გოლუა“
ფაილი:Tariel Golua 01.JPG
რომანის ილუსტრაცია
ავტორი ლეო ქიაჩელი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა ქართული
ჟანრი სოცრეალიზმი
გამოცემის თარიღი 1936
გვერდი 250
წინამორბედი სისხლი (1926—1927)
მომდევნო მთის კაცი (1948)

ლეო ქიაჩელის რომანი „გვადი ბიგვა“ 1936 - 1937 წლებში გამოჩნდა. მასში ასახულია ეპოქის შესაბამისი, ახალი ტიპის ადამიანების ცხოვრება და ხასიათები, რეაქციული ძალებისა და სოფლის გლეხობის ინტერესების ჭიდილი. ეს ყველაფერი მხატვრული ოსტატობითა და გმირის ფსიქოლოგიის ცოდნითაა მოწოდებული და განაპირობებს კიდეც რომანის წარმატებას.

„გვადი ბიგვამ“, რომელმაც მოიპოვა (1936—1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.

რომანი თარგმნილია და გამოცემულია საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და სხვა ევროპულ ენებზე.

გიორგი კახაბრიშვილმა 1977 წელს გადაიღო ნაწარმოების სამსერიიანი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ეროსი მანჯგალაძე თამაშობს.