ლეო ქიაჩელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი
| სახელი = ლეო ქიაჩელი
| სურათი= Leo qiacheli.jpg
| ტიტრი =
| ჩარჩო = 250px
| ფსევდონიმი =
| სრული სახელი =
| დაბადების თარიღი = [[19 თებერვალი]], [[1884]]
| დაბადების ადგილი = სოფ. სოფ. [[ობუჯი]], ახლანდელი [[წალენჯიხის რაიონი]]
| გარდაცვალების თარიღი = [[19 დეკემბერი]], [[1963]]
| გარდაცვალების ადგილი = [[თბილისი]]
| საქმიანობა = მწერალი, პუბლიცისტი
| ეროვნება = [[ქართველები | ქართველი]]
| პერიოდი =
| ჟანრი = [[სოციალური რომანი]]
| ენა =
| მოქალაქეობა =
| alma_mater =
| თემატიკა = [[სოცრეალიზმი]]
| მიმდინარეობა = [[კრიტიკული რეალიზმი]]
| დებიუტი = სიზმარი (1909)
| magnum_opus = [[გვადი ბიგვა]] (1936)
| მეუღლე =
| პარტნიორი =
| შვილები =
| ნათესავები =
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| ხელმოწერა =
| სქოლიო =
}}
 
 
'''ლეო ქიაჩელი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''ლეონ მიხეილის ძე შენგელაია''') (დ. 7 თებერვალი/[[19 თებერვალი]], [[1884]], სოფ. [[ობუჯი]], ახლანდელი [[წალენჯიხის რაიონი]] ― გ. [[19 დეკემბერი]], [[1963]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი.
 
Line 5 ⟶ 39:
 
== შემოქმედება ==
[[1909]] წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია („Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის„[[თავადის ქალი მაია“მაია]]“, [[1927]]), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ„[[ალმასგირ კიბულანი“კიბულან]]“, [[1925]]), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი„[[ჰაკი აძბა“აძბა]]“, [[1933]]). ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ„[[ტარიელ გოლუა“გოლუა]]“ ([[1916]]) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს [[1905]] წლის [[რევოლუცია]]ს [[სამეგრელო]]ს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“, „მთის„[[მთის კაცი“კაცი]]“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის [[ეპილოგი]].
 
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ ([[1926]]—[[1927]]) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ [[ნაციონალიზმი|ნაციონალიზმში]] ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
Line 16 ⟶ 50:
 
ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა და მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა]] და მედლებით. დასაფლავებულია [[პანთეონი (მთაწმინდა)|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში]].
 
== ბიბლიოგრაფია ==
=== რომანები ===
* [[ტარიელ გოლურა]] (1916)
* სისხლი (1926—1927)
* [[გვადი ბიგვა]] (1936—1937)
* [[მთის კაცი]] (1948)
 
=== რჩეული მოთხრობები და ნოველები ===
* წარსული აწმყოში
* სტეფანე
* ცოდვის შვილები
* სიზმარი და სინამდვილე
* მამა ოქროპირი
* ტყუილი და მართალი
* წუთისოფელი
* ჯადოსანი
* შეურაცხყოფილი
* [[ალმასგირ კიბულან]] (1925)
* [[თავადის ქალი მაია]] (1927)
* [[ჰაკი აძბა]] (1933)
 
== ლიტერატურა ==
Line 28 ⟶ 83:
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
*[http://burusi.wordpress.com/literature/leo-kiacheli/ ლეო ქიაჩელი]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეო_ქიაჩელი“-დან