მაცი ხვიტია: განსხვავება გადახედვებს შორის

ანტონ ფურცელაძის რომანი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მრავალმნიშვნელოვნება**|რომანს|ამავე სახელწოდების ფილმის|მ...
(განსხვავება არ არის)

09:30, 25 აგვისტო 2015-ის ვერსია

ეს სტატია რომანს ეხება. ამავე სახელწოდების ფილმის შესახებ იხილეთ მაცი ხვიტია (ფილმი).

მაცი ხვიტია ანტონ ფურცელაძის ისტორიული რომანი.

„მაცი ხვიტია“
ფაილი:Maci xvitia.jpg
ავტორი ანტონ ფურცელაძე
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამოცემის თარიღი 1969 - 1970
გვერდი 200
ISBN 9789941216053

ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ანტონ ფურცელაძე , 1869-1870 წლებში წერს რომანს „მაცი ხვიტია“. მისი თაოსნობით 1869 წელს გამოიცემა ჟურნალი „მნათობი“.

სიუჟეტი

სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.

ეკრანიზაცია

ანტონ ფურცელაძის რომანის მიხედვით გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი რეჟისორ გიორგი შენგალაიას მიერ. მთავარ როლს ასრულებენ მსახიობები: ალეკო გაბეჩავა, მანანა აბაზაძე, დოდო აბაშიძე და სხვები.

პერსონაჟები

  • მაცი ხვიტია — აბრაგი
  • ეკა — მაცის სატრფო
  • კოჭოია
  • ომარ მარღანია
  • ძგვიბი
  • ვალოდია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო