ეგრისის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

Iberia-ka.svg
(Iberia-ka.svg)
[[ფაილი:Iberia-ka.svg|250px|მინიატიურა]]
'''ეგრისის საერისთავო''' — [[ქართლის სამეფო]]ს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა [[ძვ. წ. III საუკუნე]]ში [[ფარნავაზ I|ფარნავაზ მეფის]] მიერ, რომელმაც ეგრისის პირველ ერისთავად [[ქუჯი]] დანიშნა. ქართული წყაროების ცნობით ამ დროიდან მოყოლებული, სავარაუდოდ [[V საუკუნე|V საუკუნის]] 30-იანი წლების ბოლომდე, ეგრისის საერისთავო გარკვეული სახეცვლილებით მუდმივად არსებობდა. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] დროს ერთ საერისთავოდ იყო გაერთიანებული შიდა ეგრისი და სვანეთი. უცხოური წყაროების ცნობით კი, ის ტერიტორია, რომელზეც ეგრისის საერისთავო მოიაზრება, თავდაპირველად [[პონტოს სამეფო|პონტოს სახელმწიფოს]], შემდეგ [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] და, ბოლოს, ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სავარაუდოდ ეგრისის საერისთავო მართლაც ფარნავაზ მეფემ შექმნა, მაგრამ უკვე [[ძვ. წ. I საუკუნე]]ში აღარ არსებობდა.