ჩუბინიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
გვარი ჩუბინიშვილი უკვე [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნიდან]] ჩანს. თავად გიორგი ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ მისი წინაპრების ადრინდელი გვარი გიორგიშვილი ყოფილა. მათი წარმომადგენელი კარგი მსროლელი - ჩუბინი ყოფილა და ამიტომაც მისთვის ჩუბინა შეურქმევიათ მეტსახელად. ჩუბინი მარჯვე, აუცდენლად მსროლელს ნიშნავს. სწორედ ამ მეტსახელიდან წარმოშობილა ახალი გვარი ჩუბინიძე, ხოლო ამ გვარისგან შემდეგ სხვა გვარები - ჩუბინიშვილი, ჩუბინაშვილი.<ref>[http://tbiliselebi.ge/?mas_id=5303= ჟურნალი თბილისელები 2010-08-07]</ref>
 
[[590]] წელს სპარსეთის სარდალმა, ბეხრა ჩუბინმა სვანეთის წინააღმდეგ გაილაშქრა და იქიდან გამარჯვებული დაბრუნდა. აქედან წარმოიშვა გვარები ჩუბინაშვილი და ჩუბინიძე.
 
„აზნაურნი ჩუბინიშვილნი - ამათნი წინაპარნი არიან დროთა [[რუსუდანი (მეფე)|რუსუდან დედოფლისასა]], იყვნენ [[ქართლი|ქართლს]], სახლობდნენ [[ატოცი|ატოცის]] წყალსა, ზედა საფალავანდოიანოსა ადგილსა შინა და იყვნენ მეფესაგან მიღებულ [[აზნაური|აზნაურად]] და მერე ოდეს მოინდომეს ყმად ფალავანდიანთა, გადმოვიდნენ გვერდის ძირსდა დასახლდნენ მუნ. მეფე თეიმურაზის დროს [[1739]] წელს გარნა ერისთავიანთაც ძალითა გაიყმეს, და მერე შეიქმნენ სამეფოდ და არიან ძველადვე ამათნი წინაპარნი, რომელნიც ჰსჩანდნენ ქართლსა შინა ქრისტესა აქეთ [[1237]] წელს და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა“.<ref>[http://www.geogen.ge/index.php?id_menu_up=2&lang=&id_menu=37&abc=0= [[1783]] წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია]</ref>
ჩუბინიშვილი როგორც [[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავიანთ]] ყმა, პირველად [[1741]] წლის საბუთში გვხვდება. ამ წელს ქსნის ერისთავმა შანშემ ბეჟან ჩუბინიშვილს უბოძა „მეჯვრისხევის ლუარსაბ ლოლაძის წილი მამული, სასახლე და კოშკი და გარეშემოთ თვისის ყმითა და ალაგითა, წისქვილითა“.
 
[[1784]] წლის საბუთში ნათქვამია, რომ ჩუბინიშვილები [[ქსნის საერისთავო|ქსნის საერისთავოში]] შანშე ერისთავის „ბატონობასა და გამგეობაში“ მოსულან. [[ქსნის ხეობა|ქსნის ხეობის]] [[1774]] წლის აღწერილობით, ჩუბინიშვილები ლამისყანას სახლობდნენ ერთ კომლად, ხოლო 90-იან წლებში გაყრილან. ერისთავიშვილების [[1807]] წლის გაყრილობის წიგნში ჩუბინაშვილთა 2 კომლია შეტანილი. ერთი მათგანი [[მეჯვრისხევი|მეჯვრისხევს]], მეორე კი [[ლამისყანა|ლამისყანაში]] სახლობდა.<ref>[http://tbiliselebi.ge/?mas_id=5303= ჟურნალი თბილისელები 2010-08-07]</ref>
 
== ლიტერატურა ==
ახუაშვილი ი., "ქართული გვარ–სახელები", ტომი I, თბილისი, "არტანუჯი", 1994.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩუბინიძეები“-დან