პარგელი იბრაჰიმ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
იბრაჰიმ-ფაშა დაიბადა თანამედროვე [[საბერძნეთი]]ს ტერიტორიაზე, [[პარგა|პარგელი]] მეთევზის ოჯახში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით იგი [[ბერძნები|ბერძნული]] ან [[იტალიელები|იტალიური]] წარმოშობისაა. ბავშვობაში გაიტაცეს მეკობრეებმა და მონად გაყიდეს [[მანისა (ქალაქი)|მანისის]] სასახლეში, დასავლეთ ანატოლიაში, სადაც [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ტახტის მემკვიდრეები (შეჰზადე) იღებდნენ განათლებას. აქ იგი დაუმეგობრდა ტახტის მემკვიდრე [[სულეიმან I|სულეიმანს]], რომელიც მისი ასაკისა იყო. სავარაუდოდ, იბრაჰიმმა სულეიმანი მოხიბლა ვიოლინოზე დაკვრით, რაც მას ძალიან კარგად ეხერხებოდა. მან სულეიმანთან ერთად მიიღო განათლება, შეისწავლა რამდენიმე ენა და გახდა საკმაოდ ერუდირებული. [[1520]] წელს, სულეიმან I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ იბრაჰიმი სხვადასხვა ტიტულებით იქნა დაჯილდოებული.
 
იბრაჰიმი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და სამხედრო მეთაური. მან თავისი ცოდნა დაადასტურა მრავალი დიპლომატიურ შეხვედრებზე და სამხედრო კამპანიებში. ამან ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლას. მის წინააღმდეგ შურით ივსებოდნენ ის ვეზირები, რომლებიც მის მიერ დაკავებულ თანამდებობებზე განიხილებოდნენ.
 
[[1523]] წელს, [[ფირი მეჰმედ-ფაშა]]ს გადადგომის შემდეგ, სულეიმანმა იბრაჰიმი დიდ ვეზირად დანიშნა.
 
[[1524]] წელს იბრაჰიმ-ფაშამ იქორწინა სულთნის დაზე, [[ჰატიჯე სულთანი|ჰატიჯეზე]]. მისი სასახლე მდებარეობდა [[სტამბოლი|სტამბოლში]] [[სულთანაჰმედის მოედანი|სულთანაჰმედის მოედანზე]], სადაც დღესდღეობით განთავსებულია [[თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი]]. სასახლე ააგეს იმ თვალსაზრისით, რომ მას უნდა გაეძლო ძლიერი და ხანგრძლივი ალყისათვის, რადგან იბრაჰიმს ჰყავდა მრისხანე მოწინააღმდეგეები.