კალისტრატე სალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელსა და ზუგდიდში მიიღო, ხოლო [[1919]] წელს დაამთავრა [[ხაშურის პირველი საჯარო სკოლა|ხაშურის გიმნაზია]] და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სტუდენტი გახდა. მან სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. [[1924]] წელს გადავიდა [[პარიზი|პარიზში]] და [[სორბონის უნივერსიტეტი|სორბონის უნივერსიტეტის]] ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. [[1927]] წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.
 
აქვე პარიზში კალისტრატემ გაიცნო თავისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე [[ისტორია|ისტორიის]] განხრით [[ვარშავა|ვარშავის]] უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი. ნინოს თანადგომითა და ხელის შეწყობით ბატონი კალისტრატე სალია წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით.
 
სალიების არქივებში შემონახულია მრავალი [[საქართველო|ქართველი]] მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები. კალისტრატე და ნინო სალიებმა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]],[[გერმანული ენა|გერმანულ]], [[იტალიური ენა|იტალიურ]], [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[ესპანური ენა|ესპანურ]], [[ლათინური ენა|ლათინურ]] და სხვა ენებზე. დღეს [[ინსტიტუტი|ინსტიტუტში]] გახსნილი ნინო სალიას სახელობის [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკით]] ბევრი მეცნიერი სარგებლობს. [[1984]] წელს გამოვიდა [[ჟურნალი|ჟურნალის]] „ბედი ქართლისა“ უკანასკნელი ნომერი. ამის შემდეგ კალისტრატე სალიას დიდხანს არ უცოცხლია. [[1986]] წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს. დაკრძალულია [[დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი|დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].