კალისტრატე სალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელსა და ზუგდიდში მიიღო, ხოლო [[1919]] წელს დაამთავრა [[ხაშურის პირველი საჯარო სკოლა|ხაშურის გიმნაზია]] და [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სტუდენტი გახდა. მან სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. [[1924]] წელს გადავიდა [[პარიზი|პარიზში]] და [[სორბონის უნივერსიტეტი|სორბონის უნივერსიტეტის]] ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. [[1927]] წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.
 
აქვე პარიზში კალისტრატემ გაიცნო თავისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე [[ისტორია|ისტორიის]] განხრით [[ვარშავა|ვარშავის]] უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი. ნინოს თანადგომითა და ხელის შეწყობით ბატონი კალისტრატე წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით.