ვედრება (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
 
==ფაქტები==
* თენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი "ვედრება" გამოვიდა, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც [[ვაჟა-ფშაველა | ვაჟას]] ენა - კინოს ენად აქცია. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის.
 
*[[ნანა ჯანელიძე]] იხსენებს:"მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, "კოდაკზე" და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი."
"ვედრება" აღადგინა "[[მონანიება (ფილმი) | მონანიებამ]]". "[[ნატვრის ხე]]ს" ჰქონდა წარმატება, ყველა ფესტივალზე უჩვენებდნენ, "დონატელოს დავითი" მიიღო, იტალიის მთავარი პრიზი. "ვედრება" კი აღდგა, უცებ გაიხსენეს ფილმი, ხელახლა აღმოაჩინეს, რადგან "ვედრებას" მიღებული ჰქონდა მეოთხე კატეგორია და კლუბებში გადიოდა. მოსკოვში ჩუმად მიდიოდნენ რომელიღაც გარეუბნის კლუბში, რომ ენახათ "ვედრება".
 
"ვაჟას გენიალურობა - მისი განსაკუთრებულობაა", უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს [[გრიგოლ კიკნაძე]]ს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად "ვედრება" სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს:
"ვაჟას გენიალურობა - მისი განსაკუთრებულობაა", უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს [[გრიგოლ კიკნაძე]]ს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად "ვედრება" სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს: "ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, - თენგიზმა უჩვენა, - თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცეებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი."<ref>tbiliselebi.ge</ref>
 
==ჯილდოები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვედრება_(ფილმი)“-დან