ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
1924 წელს სახკინმრეწვში ალექსანდრე წუწუნავა მიიწვიეს. მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა მისი ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე?]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა (ფილმი)|ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). „ვინ არის დამნაშავე?]]“ იყო პიესაზე დაფუძნებული პირველი ქათული ფილმი, ხოლო „ხანუმა“ პირველი ქართული კინოკომედია. წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. მან პირველი როლი შეასრულა ფილმში „[[არსენა ყაჩაღი]]“ (1923). ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992</ref>
 
1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]]. მარჯანიშვილმა პირველმა გადაიღო საბავშვო ([[გოგი რატიანი (ფილმი)„|გოგი რატიანი“]], 1927) და ასევე უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმები („[[ამოკი (ფილმი)|ამოკი“]], 1927). 1920-იან წლებში ქართული კინო გადაიქცა ხელოვნების ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად დარგად.<ref>''ნათია ამირეჯიბი'', „დროთა ეკრანი“ // „ხელოვნება“ გვ. 13 — 1990 წ.</ref>1923 წლიდან ქვეყნდებოდა პირველი რეცენზიები. 1925 წლიდან გამოიცემოდა რუსულ ენოვანი ჟურნალი "Кино Грузий", ასევე რეცენზიები ქვეყნდებოდა გაზეთში „საქართველოს განათლების მუშაკი.“ სახკინმრეწვი დიდ ყურადღებას უთმობდა უცხოეთში ქართული ფილმების გატანა-გაყიდვის საკითხს. ამ მიზნით საზღვარგარეთ მიავლინეს გერმანე გოგიტიძე, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულებები პარიზის, ბერლინის, თეირანის კინოთეატრების მფლობელებთან. განსაკუთრებით პოპულარული იყო კინოები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. სახკინმრეწვი ამ დროს დოკუმენტურ ფილმებსაც იღებდა. მათ შორის გამორჩეულია 1927 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზაჰესი“, რომელსაც მშენებლობიდან, 1922 წლიდან ნაწილ-ნაწილ იღებდნენ და ამონტაჟებდნენ.
 
[[1920-იანები|1920-იანი]] წლების შუა ხანებში ხელმეორედ გაჩნდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა [[საქართველოს სსრ]] სახკომსაბჭოს თავმჯდომარე [[შალვა ელიავა]]ს ეკუთვნოდა. [[გერმანე გოგიტიძე]] მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან