კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

{{ციტატა|თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ}}
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე| ალექსანდრე სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს [[შალიკაშვილი, ვალერიან|ვალერიან შალიკაშვილს]] და [[ მჭედლიშვილი, ვახტანგ|ახტანგვახტანგ მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ|კნუტ ჰამსუნის]] „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), [[იბსენი, ჰენრიკ|ჰენრიკ იბსენის]] „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე|თეოდორე დოსტოევსკის]] „ძმები კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ|ჰენრი კრეგის]] დადგმის „ჰამლეტის“ განხორციელებაში.
 
1912 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში დადგა პიესა-პანტომიმა „ცრემლები“. მაშინ ჰქონდა პირველი შეხება მარჯანიშვილს კინემატოგრაფთან. კინომეწარმე ალექსანდრე ხანჟონკოვმა პიესა ფირზე გადაიტანა, მან კამერა სცენის წინ ფრონტალურად დადგა და ყველაფერი გადაიღო. რუსულმა პრესამ ფილმი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. 1916 წელს ის გაემგზავრა პეტროგრადში, სადაც მან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 24 სურათი უნდა გადაეღო, მაგრამ მხოლოდ ერთი, „ყოვლისშემძლე სიყვარული“ გადაიღო. მარჯანიშვილმა მალე დატოვა ატელიე, იმ მიზეზით, რომ მეპატრონე დრანკოვი მეშჩანური დრამების დადგმას ითხოვდაო.
{{ციტატა|თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს — რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს — კინორეჟისორი არ არის...ასე დამემართა მეც}}
 
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას [[მონტაჟი]] მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ფილმი გადაიღო: „[[ქარიშხლის წინ]]“ (1925), „[[სამანიშვილის დედინაცვალი (1926 წლის ფილმი)|სამანიშვილის დედინაცვალი]]“ (1926), „[[გოგი რატიანი (ფილმი)|გოგი რატიანი]]“ (1927), „[[ამოკი (ფილმი)|ამოკი]]“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929). მარჯანიშვილმა პირველმა გადაიღო საბავშვო და ასევე უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმები.
 
1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ| ერნესტ ტოლერის]] „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!“ (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ|ბერნარდ შოუს]] „წმინდა ქალწული“ (1928); ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“ (1928), [[დადიანი, შალვა|შალვა დადიანის]] „კაკალგულში“ (1928); [[გუცკოვი, კარლ|კარლ გუცკოვის]] „ურიელ აკოსტა“ (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე|პოლიკარპე კაკაბაძის]] „ყვარყვარე თუთაბერი“ (1929), [[ბუხნიკაშვილი, გრიგოლ|გრიგოლ ბუხნიკაშვილის]] „კი მაგრამ...“ (1930), [[შელი, პერსი|პერსი შელის]] „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930), [[ოლეშა, იური|იური ოლეშას]] „სამი ბღენძი“ (1931), [[კალაძე, კარლო|კარლო კალაძის]] „სახლი მტკვრის პირას“ (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე|ალექსანდრე აფინოგენოვის]] „შიში“ (1932), შექსპირის „ოტელო“ (1932), ანტონოვის] „მზის დაბნელება საქართველოში“ (1933) და სხვა.