ექვთიმე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ეფთვიმე}}
'''ექვთიმე III''' ''ეფთვიმე'', ''ევფემოს'' – [[საქართველო | საქართველოს]] [[კათოლიკოსი | კათოლიკოს-პატრიარქი]] XIV საუკუნის I ნახევარში. [[გიორგი V ბრწყინვალე | გიორგი ბრწყინვალესთან]] ერთად ენერგიულად შეუდგა მონღოლთა ბატონობის შედეგად დარღვეული სახელმწიფო წესრიგის აღდგენას, მონაწილეობდა საკანონმდებლო დარბაზის მუშაობაში, რომელმაც მთის მოსახლეობისათვის [["ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ" | კანონები]] შეიმუშავა. ეფთვიმე იღვწოდა მთიულეთ-ხევის მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული-ზნეობრივი ნორმების მოსაწესრიგებლად. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული და არაქართული ქრისტიანული მონასტრების მატერიალური-მორალური მდგომარეობის ამაღლებაზე. [[1334]] ეფთვიმემ პალესტინის საბაწმინდის მონასტერს შეწირულება გაუგზავნა. დაახლოებით ამავე ხანებში დაეხმარა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს, რისთვისაც მას საუკუნო [[აღაპი]] დაუწესეს.
 
კათოლიკოს-პატრიარქი ექვთიმე მოხსენიებულია [[მაღალაშვილის სახარება|მაღალაშვილის სახარების]] XIV საუკუნის ერთ მინაწერში, სადაც ჩანს მისი ზრუნვა ჩრდილოკავკასიის ტომებზე:
 
{{ციტატა|ქ. ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩვენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ამწუხისა საეფისკოპოზო და მიერითგან გარდამოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი... ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჭ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხას-მამრეხისა, და ყოვლისა კაკისა, ესე იგი არს; ძუელისა მოვაკნისა, ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალასანსა. და ამან სანატრელმა ექთიმე გიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თვის ეკლესიისა<ref>მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტფილისი, 1895 წ., გვ. 205</ref>...}}
 
== იხილეთ აგრეთვე ==
Line 7 ⟶ 11:
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|246|ლომინაძე ბ.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_III“-დან