დაჰუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი...
(განსხვავება არ არის)

12:34, 18 აგვისტო 2015-ის ვერსია

დაჰუკი (არაბ. دهۆک) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ერაყის ქურთისტანში. იგი არის დაჰუკის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. დაჰუკი მდებარეობს 565 მეტრზე ზღვის დონიდან. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა დაახლ. 500 000 ადამიანს შეადგენდა. რადგან ქალაქი ქურთისტანში მდებარეობს, მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქურთია და ყველაზე გავრცელებული ენა არის ქურთული.

ქალაქი
დაჰუკი
دهۆک

დაჰუკი
დროშა

ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა დაჰუკი
კოორდინატები 36°52′00″ ჩ. გ. 43°00′00″ ა. გ. / 36.86667° ჩ. გ. 43.00000° ა. გ. / 36.86667; 43.00000
ცენტრის სიმაღლე 565
მოსახლეობა 500 000 კაცი (2013)
საფოსტო ინდექსი 42001
ოფიციალური საიტი http://duhok.gov.krd
დაჰუკი — ერაყი
დაჰუკი

ქალაქ დაჰუკში მდებარეობს მის მუჰაფაზაში საუკეთესო და მთელ ერაყში ცნობილი დაჰუკის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსებულია 1992 წელს.

დაჰუკის ისტორია ჯერ კიდევ ძვ. წ. XXV საუკუნეში იწყება. ქალაქი ისტორიულად მოიხსენიებოდა ნუჰადრას ან ნაარდას სახელით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: