კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

===კარიერა===
1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში [[ვიატკა]]ში დადგა [[ჩეხოვი, ანტონ | ანტონ ჩეხოვის]] პიესა „ძია ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად [[რიგა]]ში, სადაც დადგა [[გორკი, მაქსიმ |მაქსიმ გორკის]] პიესა „მოაგარაკენი“. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა [[ხარკოვი|ხარკოვის]] (1906-1907), [[კიევი|კიევის]] (1907-1908), [[ოდესა|ოდესის]] (1908-1909) დრამატულ დასებში.
 
{{ციტატა|თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ}}
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე| ალექსანდრე სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს [[შალიკაშვილი, ვალერიან|ვალერიან შალიკაშვილს]] და[[ მჭედლიშვილი, ვახტანგ|ახტანგ მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ|კნუტ ჰამსუნის]] „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), [[იბსენი, ჰენრიკ|ჰენრიკ იბსენის]] „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე|თეოდორე დოსტოევსკის]] „ძმები კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ|ჰენრი კრეგის]] დადგმის „ჰამლეტის“ განხორციელებაში.
 
[[1922]] წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. [[1926]] წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა [[ანტონოვი, ზურაბ|ზურაბ ანტონოვის]] „მზის დაბნელება საქართველოში“ (1922), [[ერისთავი, გიორგი|გიორგი ერისთავის]] „გაყრა“ (1923), [[მოლიერი|მოლიერის]] „გააზნაურებული მდაბიო“ (1924; [[ქორელი, მიხეილ|მიხეილ ქორელთან]] ერთად), [[შექსპირი, უილიამ|უილიამ შექსპირის]] „ჰამლეტი“ (1925) და სხვა.
 
{{ციტატა|თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს — რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს — კინორეჟისორი არ არის...ასე დამემართა მეც}}
 
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას [[მონტაჟი]] მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ფილმი გადაიღო: „ქარიშხლის წინ“ (1924), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1924), „[[ამოკი (ფილმი)|ამოკი]]“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929)