დათა თუთაშხია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
|დაწერილია= [[1973]]-[[1975]]
|გამოცემულია= [[1975]]
|გვერდი=730
|ქართულად თარგმნა=
}}
Line 18 ⟶ 19:
მთავარი გმირია დათა თუთაშხია , რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. რომანში მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.
 
== რომანის სიუჟეტი ==
[[1978]] წელს გამოვიდა რომანის [[დათა თუთაშხია (ფილმი)|ეკრანიზაცია]].
რომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან,რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა.დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან, ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე რომანში, ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის.მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს, თუ როგორმე დასძლიოს მას.
რომანი პირველი ნაწილი ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე(ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენალად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან. ამ ნაწილის დამამახსოვრებელი თავია იგავი ვირთხების შესახებ, რომლებიც შიმშილობის ნიადაგზე ერთმანეთის ჭამას იწყებენ და უძლიერესს ბოლოს გამოავლენენ.
რომანის მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები კარგის მომტანი იქნება.მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს ყველა მის წარსულის კარგ საქმეს,რაც გარდამტეხი აღმოჩნდება მისი გულგრილობასა.".
რომანი მესამე ნაწილში , თუთაშხია, რომელმაც ამ ეტაპზე დაკარგა თავისი გზა, ცდილობს გაერიოს საზოგადოებაში, რათა თვითონ განსაზღვროს, ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის,საიდუმლოებით მოცული ქალის და პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა სუფრეფს სადაც დებატები იმართება ფილოსოფიურ თემებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე მათ გრაფი სეგედიც კი ეწვევათ თუმცა თუთაშხიას დაჭერას ვერ შეძლებენ.
რომანი მეოთხე ნაწილში, დათა თუთაშხია მიხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ძალით შეიძლება.ამავდროულად მისი ბიძაშვილი ამ დროს, ერთ-ერთი რუსული იმპერიული ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია. მუშნი ზარანდია სრულიად "ერთგულია" მისი სამუშაო მიმართ და "ობიექტურად", და გულმოდგინედ მეთვალყურეობს რეგიონში "სახიფათო" დამნაშავეების ძიებას, როგორიცაა მისი ბიძაშვილი. ორივე ბიძაშვილის საუბედუროდ მათ შეხვედრის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ.თუთაშხია გადაწყვეტს მუშნის სასიკეთოდ ციხეში ნებით ჩაჯდეს.
წიგნის უკანასკნელ ნაწილში, თუთაშხია თავისი წარსული გამოცდილებით საბოლოოდ მიხვდება. რომ საუკეთესო გზა აარიდო მსოფლიოს ბოროტება არის იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. მიუხედევად ყველაფრისა,როგორც ყველა გმირის,ისევე თუთაშხიას ბედი ერთია - სიკვდილი.
 
==პერსონაჟები==
*'''„დათა თუთაშხია“''' — მთავარი პერსონაჟი, აბრაგი.
*'''„მოსე ზამთარაძე“''' — აბრაგი.თუთაშხიას მეგობარი.
*'''„მუშნი ზარანდია“''' — თუთაშხიას ბიძაშვილი,ჟანდარმი.
*'''„არქიფო სეთური“''' - საირმის ტყის მფლობელი.ხალხის სიბნელით ისარგებლა და თავის ჭკუაზე მომართა.
*„არქიფო სეთური“
*'''„გრაფი სეგედი“''' - მთხრობელი.ჟანდარემერის უფროსი
*'''"ირაკლი ხურციძე"''' - ადვოკატი.
*„რაჟა სარჩიმელია“
*'''„რაჟა სარჩიმელია“ ''' - ყაჩაღი. თუთაშხიას შვილს მამამისი მოაკვლევინა.
*'''„სახნიევი“''' - პოლკოვნიკი.
*'''„თიკო ორბელიანი“''' - ინტელიგენტი ქალი.
*'''„დურუ“''' - გლეხი.
*„სანდრო კარიძე“
*'''„სანდრო კარიძე“''' - ინტელიგენციის წარმომადგენელი.
*„გოგი წულაძე“
*'''„ბოდღო“''' - ყაჩაღი.
 
==გამოხმაურება==
რომანის გამოსვლამ თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბესტსელერი გახდა.აი რას წერს რომანის შესახებ პოლ ვერლენი:“დათა თუთაშხიას” ხალხი თავდავიწყებით კითხულობდა. ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი, ეს ის თემაა, რომლის მიმართ მკითხველი არასდროს ყოფილა გულგრილი. მაგრამ, როდესაც “კეთილი” და “ბოროტი” ისტორიული პროცესის დრამატურგიას განსაზღვრავს, როცა კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ეპოქის შინაარსის გამომხატველი ხდება, ნაწარმოები, რომელიც ამ ორ საწყისს აშიშვლებს, მკითხველმა, შესაძლებელია, “ახალ [[სახარება]]დ” აღიქვას. მითუმეტეს, როცა ამისთვის მას ნაწარმოების გმირი უბიძგებს, როცა სიკეთის კეთება გმირისთვის წამებად იქცევა, როცა გმირი მთელი სამყაროს ტკივილს ატარებს თავის თავში.
 
[[ლია სტურუა]]ს თქმით, “[[ჭაბუა ამირეჯიბი]]ს დიდი რომანები პოეზიაა, თუმცა პროზითაა დაწერილი იმიტომ, რომ უფრო რაღაც ახლობელი და მისაღები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის... ჩვენ ხომ ვიცით ყველამ, რომ დათა თუთაშხიას მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ბრმად გვჯერა მწერლის, გვინდა, რომ დავუჯეროთ, ის კი არადა, ყველა უარყოფით გმირს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას ლამის მზისკენ ატრიალებენ, მაგრამ მზეც რომ კვდება ზოგჯერ უმწეოდ, მოკრძალებით და გახელილი თვალებით...”
==რესურსები ინტერნეტში==
1972 წელს ქართულ საზოგადოებას ასეთი გმირი სჭირდებოდა. საბჭოთა ინტელიგენცია ხვდებოდა, რომ “სამოციანელთა მზე” ნელ-ნელა, მართლაც, კვდებოდა. საბჭოთა კავშირში [[ლიბერალიზმი]]ს ხანა დასრულდა, საქართველოს კი მოევლინა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩვენი “სამოციანელების” აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა. კულტურა და ხელისუფლება ახლა უკვე “შეთანხმებულად” მოქმედებდნენ. ანუ 70-იან წლებში საქართველოში ის პროცესები დაიწყო, რომელიც მოსკოვში სწორედ ამ დროს დასრულდა.
*[https://soundcloud.com/radio-shokoladi-985fm/tsignebi-data-tutashxia რომანს განიხილავს [[ლევან ბერძენიშვილი]]]
 
[[ჯანსუღ ჩარკვიანი]] ეუბნებოდა ამირეჯიბს: “შენ არ გჯეროდა, რომ “დათა თუთაშხია” დაიბეჭდებოდა “ცისკარში” და მე მითხარი, სანამ ესენი იქნებიან, ეს რომანი არ დაიბეჭდებაო, ბოლოს დაგარწმუნე და შევთანხმდით, რომ “სამოციანელები”, ე. ი. “ცისკრელები” სხვა თაობაა და ეგრე ადვილად ვერავინ მოგვერევა. შევთანხმდით, ჩვენს თავზე ავიღეთ და დავბეჭდეთ...”
 
“დათა თუთაშხიას” დაბეჭდვის გამო მთავრობას “ცისკრელებთან” ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წელს რომანი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა, მოგვიანებით [[რუსული ენა | რუსულ ენაზე]] ითარგმნა. თუმცა რომანის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა ხელისუფლება. “[[სუკი]]ს” ძალისხმევით, საქართველოში გავრცელდა ჭორი -“ეს წიგნი ამირეჯიბის დაწერილი არ არისო”. მრავალი ისტორია შეთხზეს, რას არ ამბობდნენ. მაგრამ ამ ჭორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჭაბუა ამირეჯიბის პოპულარობა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული რომანის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საპყრობილეში გაატარა, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდება, რომ ჭაბუა ამირეჯიბი არ აპირებს გახდეს “ქართველი სოლჟენიცინი”, საქართველოს ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი “დათა თუთაშხიას” პოპულარიზაციას. [[გიგა ლორთქიფანიძე | გიგა ლორთქიფანიძისა]] და [[გიზო გაბესკირია]]ს [[დათა თუთაშხია (ფილმი) | მრავალსერიანი ფილმი]] ამ პროცესის დაგვირგვინება იყო. იგავი კაცზე, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ბოროტებას ბოროტებით, საზოგადოებას დესტრუქციულ ვნებებს არ უღვიძებდა.
 
[[ლია სტურუა]]ს ამბობდა: “მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც “დათა თუთაშხიას” ბოლომდე წაიკითხავს და ეს საოცარი ფინალი არ დაარწმუნებს სიკეთისა და ლმობიერების უპირატესობაში შურისძიებაზე, ბოღმაზე, ინტრიგებზე...” მითუმეტეს, რომ “დათა თუთაშხია” არა თანამედროვეობას, არამედ ცარიზმის ეპოქას ასახავდა... უბრალო მკითხველს, შესაძლოა, ამ სამყაროს თანამონაწილედ არც ეგრძნო თავი. ანუ რომანი, რომელშიც პუბლიცისტური პათოსი პოეტური სახეებით, საინტერესო თავგადასავლითა და დადებითი გმირითაა "შერბილებული”, ვერ იქნებოდა “საშიში” ხელისუფლებისთვის.
 
==რომანის პრობლემატიკა==
===რომანის ქრისტიანულად გააზრება===
წიგნი დათა თუთაშხია შედგება 4 თავისაგან, ანუ არის ოთხთავი, როგორც ახალი აღთქმა. უფრო სწორად 4 კარისაგან. ყოველი კარი არის ცოხვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. თუთაშხია თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ გზას და თითოეულ კარში აღწერილია თუ როგორ იცვლის იგი შეხედულებებს დროთა განმავლობაში.
თუთაშხა მეგრულად ნიშნავს მთვარეს. არც ეს არის შემთხვევითი. მთვარე უძველეს დროში ქართველების მიერ ყველაზე უფრო პატივსაცემი ღვთაება იყო. იგი მამრობით სქესის იყო და ამასთანავე მამაცი და უშიშარი იყო. მასზე უფრო დიდ იყო [[მზე]]. მზე ქალი იყო. ეს არის გამოხმაურება იმისა, რომ ქართველები უძველეს დროში [[მატრიარქატი]]ს პირობებში ცხოვრობდნენ, ამიტომაც მზე მთავარი ღვთაება იყო ქალი.
[[მთვარე]] კი იყო მამაკაცი, მეომარი, ძლიერი [[ღვთაება]].
მომავალში მთვარის ადგილი ქართველთა ზეციურ წარმოდგენებში დაიჭირა წმინდა გიორგიმ.
სწორედ ამიტომ დაარქვა ავტორმა მთავარ გმირს თუთაშხა(თუთაშხია). იგი მისი წარმოდგენით არის სული კრებსითი. ანუ თუთაშხია ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ იგი არის ქართველებში არსებული წმინდა გიორგის სულის ნაწილების კრებსითი სახე. ერთი სიტყვით თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყოველი კარის პროლოგს და გეცოდინებათ, რომ მთვარე არის [[წმინდა გიორგი]]ს წინაქრისტიანული სახე მიხვდებით, რომ დათა თუთაშხია ავტორის აზრით არის წმინდა გიორგი მატერიალიზებული.
იგი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ საქმეს. ვერ იტანს ბოროტს და ცდილობს მის დამრცხებას, როგორც წმინდა გიორგი.
მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ბოროტება მრავლდება.
ბოლო თავის პროლოგში წერია, რომ ბოლოს თუთაშხა თავის ხორცს მისცემს ურჩხულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიხევს უკან ურჩხული და ამბობს, რომ აღარ უნდა მისი ხორცი. ანუ თუთაშხია ბოლოს მიაგნებს ჭეშმარიტებას და მიხვდება, რომ ბოროტების ძალადობით დამარცხება არ შეიძლება, ერთი მოჭრილი თავის მაგივრად ათი ამოსდის. მხოლოდ მას შემდეგ დაიხევს ურჩხული უკან როცა დათა ერთ გარტყმულ ლოყის სანაცვლოდ მეორეს მიუშვერს. ეს არის ქრისტიანობის მთავრი აზრი, ისევე როგორც დათა თუთაშხიას დედა აზრი.
ეს ნაწარმოებში იქ ჩანს, როცა ძიგუა (გაუპატირუბული კიკუს ძმა) უპირებს დათას მოკვლას, დათა იარაღს იღლიაში ამოიჩრის და მკერდს მიუშვერს. ძიგუა განცვიფრდება და იარაღს ჰაერში ისვირის.
მას შემდეგ რაც დათა მიაგნებს ჭეშმარიტებას, მან ამოწურა თავის ამქვეყნიური მისია. იგი ახლ უნდა ცაში ამაღლდეს.
თავის მოკვლა ქრისტიანულად გამორიცხულია, მას სჭირდება [[იუდა]] ვინც ამას გააკეთებს. ამ როლს კი თავის თვაზე იღებს მუშნი ზარანდია. იგი ამბობს კიდეც გრაფ სეგედისთან საუბარში, რომ დათა თუთაშხია გმირად უნდა ვაქციოო. ვერც [[ქრისტე]] გახდებოდა ,,ვერაფერი" იუდას რომ იგი არ გაეცაო. ასევე აქვს მას გადაწყვეტილი დათას მოკვლა.
ახლა უკვე საჭიროა დათას ხორციელი ცხოვრებიდან ზეციურში გადასვლა. ისე როგორც ქრისტე ეუბნება თავის მოსწავლეებს, მე უნდა მოვკდე რომ ჩემმა სიტყვამ ნაყოფი გამოიღოსო. თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ გაიხრწნა ისე მისგან ახალი თავთავი, უფრო მეტი მარცვალი არ გაჩნდებაო.
ასე რომ ნათელი ხდება, რომ თუკი დათას საქმე უნდა გადაჩეს იგი უნდა მოკვდეს ხორციელად(ზოგჯერ გაიგებ რა ცუდია ბოლოს დათა რომ კვდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს არ ესმის ნაწარმოები.)
ბოლოს დათა ისე კვდება რომ მის გვამს ვერავინ პოულობს, ხოლო ხალხი კი არაფრით არ იჯერებს, რომ თუთაშხია მოკვდა. ამტკიცებენ, რომ იგი სხვაგან წავიდა და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმე და ღირებულები ისევ დარჩა ხალხში ცოცხლად.
ეს არის მთავარი აზრი დათა თუთაშხიასი.
ქრისიტაინობის მთავრი აზრი და ,,დათა თუთაშხიას" დედა აზრი ის არის, რომ ბოროტების ბოროტებით დამარცხება არ შეიძლება, იგი მხოლოდ სიყვარულით, თავგანწირვით და მოთმინებით მარცხდება, ყველა სხვა გზა კი ბოროტების გამრავლებას იწვევს.
ამ მოთხრობებში დათა ჩაყენებულია სხვადასხვა სიტუაციაში და თითქოს ავტორი აკვირდბა ჩვენთან ერთად თუ როგორ მოიქცევა იგი.
ავტორი ამ შემთხვევაში არის გრაფი სეგედი. იგი რევოლუციის შემდეგ სარდაფში ცხოვრობს, სადაც ადამიანთა ფიგურების ძერწვით ირთობს თავს. სინამდვილეში იგი ადამიანთა ხასიათს სწავლობს და ძერწავს.
გრაფი სეგედი ღირსეული პიროვნებაა. მან იმისათვის აირჩია კავკასია, რომ საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მისი სიტყვებით კავკასიაში ისეთი პირობებია, რომ ძნელია ამ სამსახურში სუფთა დარჩეო. მიუხედავად ამისა იგი ღირსეულ ადამიანად რჩება და ბოლოს დათას მოკავშირეც კი ხდება. როცა ზარანდიას შეატყობს, რომ დათას მახეს უგებს ცდილობს დათას შეატყობინოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თავის მოსწავლის, ზარანდიას, ნაცვლად ზნეობრივად ამაღლებული დათას მხარეს დგება.
ამ ნაწარმოებში ყურაღება უნდა მიაქციოთ გვარებს: კარიძე, კარიჭაშვილი, იალქანიძე და სხვა. ეს გვარები ამ ადამინთა ხასიათზე რაღაცას გვეუბნება. კარი ახალ ცხოვრებისელ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, კარიჭაშვილი ტრადიცუილ ქართულ ცხოვრებაში შესასვლელს, კარიძე ბუნატავშიკია, ახალი ცხოვრება უნდა. იალქანიძეს ბედი დაათრევს სხვადასხვამხარეს და ა.შ.
ასევე შემთხვევითი არ არის მთვარის გამოჩენაც ნაწამოებში. როცა მთვარე კარგად ანათებს მაშინ დათას საფრთხე არ ემუქრება ბოლოს დათას სიკვდილის წინ მთვარე ღრუბლებშია მიმალული.მთვარე ამ ნაწამოების გასაღებია.<ref>church.ge</ref>
=== რომანის გეოპოლიტიკური ხედვა===
ამ ნაწარმოებში პირველად არის გამოთქმული [[გეოპოლიტიკა | გეოპოლიტიკური]] მოსაზრებები. ავტორს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ქართველი გეოპოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს საქართველოს ისტორიის გააზრებას გეოპოლიტიკური კუთხით.
თითოეულ ეპიზოდში არა მარტო დათა არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩინებული და გაბრწყინებული, არამედ მასთან ერთად ჩანს სხვა ადამიანების დადებითი და უარყოფითი თვისებები და ზოგჯერ დათა მოგვაგონებს ,,თევზს ცოდვების ოკეანეში'', როგორც ამას ქრისტეზე ამბობენ ხოლმე.
 
გრაფი სეგედი არა მარტო დათას ცხოვრებას აკვირდება და სწავლობს, არამედ მისი უახლოესი ნათესავის მუშნი ზარანდიასაც.
ეს ორი პიროვნება თანაბრად არის დაჯილდოებული ნიჭით, მაგრამ ზნეობამ ისინი სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა. ერთი იმპერიის სამსახურში ჩადგა. იმპერიის რომელიც თვითონ არის ბიროტების სათავე. დათას სიტყვებით: ,,იმპერია კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს'".
რაც არ უნდა ცადოს ორივე მხარემ სულ ერთია დათასნაირი წესიერი კაცი ყოველთვის უქმნის პრობლემას იმპერიას და ამიტომ მათი შერიგება ვერ ხერხდება. წესიერი კაცი იძულებულია კონფლიქტში იყოს ხელისუფლებასთან. <ref> ს. მანძულაშვილი - აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს</ref>
ნაწარმოებში მუშნი და დათა იმიტომ არიან ნათესავები, რომ ამით ავტორი ხაზს უსვავს ფილოსფიურ კანონს: ,,დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის" შესახებ. თუ დაკვირვებულხართ ძაღლი და მგელი ერთი ჯიშისაა, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ.
მას შემდეგ რაც დათა მოკვდება ცოტა ხანში კვდება მუშნიც, რადგანაც მას არ დარჩა ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელსაც პრობლემებს შეუქმნიდა და გამოცდას ჩაუტარებდა, რითაც მის მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება თავისი ბუნება წარმოაჩინოს. მუშნის არსებობას აზრი ეკარგება და იგი ნოსტალგიით იტანჯება.
 
==ეკრანიზაცია==
1978 წელს [[გიგა ლორთქიფანიძე]]მ და [[გიზო გებესკირია]]მ ერთობლივად გადაიღეს [[დათა თუთაშხია (ფილმი)|რომანის ეკრანიზაცია]]. კომპოზიტორები [[ბიძინა კვერნაძე]] და [[ჯანსუღ კახიძე]] არიან.ფილმში მონაწილეობენ: [[ოთარ მეღვინეთუხუცესი]], [[თენგიზ არჩვაძე]], [[იური იარვეტი]], [[კარლო საკანდელიძე]], [[სოფიკო ჭიაურელი]], [[იმედა კახიანი]], [[იპოლიტე ხვიჩია]], [[გივი ბერიკაშვილი]], [[გურამ საღარაძე]], [[გივი ბერიკაშვილი]], [[დოდო აბაშიძე]], [[სესილია თაყაიშვილი]], [[ოთარ კობერიძე]], [[ზინაიდა კვერენჩხილაძე]] და სხვები.
 
აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ [[სსრკ]]-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.[2]
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://soundcloud.com/radio-shokoladi-985fm/tsignebi-data-tutashxia რომანს განიხილავს [[ლევან ბერძენიშვილი]]]
*[https://burusi.wordpress.com/2009/04/01/ამირეჯიბი-აქა-ვდგა/ ს. მანძულაშვილი – ”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – დათა თუთაშხია]
*[https://mariewood.wordpress.com/2013/07/27/დათა-თუთაშხია/ სტატია თუთაშხიას შესახებ]
*[https://www.goodreads.com/book/show/6713700 რომანი goodreads.com-ზე]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-ლიტერატურა}}
 
[[კატეგორია:ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დათა_თუთაშხია“-დან