ჯანყი გურიაში (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

ალექსანდრე წუწუნავას ფილმი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი = ჯანყი გურიაში | სურათი = | წარწე...
(განსხვავება არ არის)

04:42, 17 აგვისტო 2015-ის ვერსია

ჯანყი გურიაში — ალექსანდრე წუწუნავას უკანასკნელი ფილმი. ორსერიიანი ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

„ჯანყი გურიაში“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი ალექსანდრე წუწუნავა
ნაწარმოები ჯანყი გურიაში
ეგნატე ნინოშვილი
სტუდია სახკინმრეწვი
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

გადაღება

ეგნატე ნინოშვილის რომანი „ჯანყი გურიაში“ წუწუნავას ჯერ კიდევ სცენაზე ჰქონდა დადგმული და მას დიდი აღიარება მოჰყვა. ფილმის გადაღება ლიხაურში მიმდინარეობდა. წუწუნავამ უარი განაცხადა გურული ადათ-წესების, კოლორიტისა და ეგზოტიკის თვითმიზნურ ჩვენებაზე და აქცენტო მთავარ გმირთა სახეების მხატვრულ გამოხატვაზე გააკეთა. ფილმში მრავლადაა მასობრივი სცენები: ხალხმრავალი კრებები და საბრძოლო ბატალიები.

ფილმის წარმოებაში ჩაშვებას მხარს არ უჭერდა სახკინმრეწვის ხელმზღვანელი გერმანე გოგიტიძე. მას მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
  • გერმანე გოგიტიძე, „ქართული კინოს წარსულიდან“ — საგა, 2013 წ