გერმანე გოგიტიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
უმაღლესი განათლება მიიღო [[პარიზი|პარიზში.]] 1914 წელს ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული [[თეატრი]] 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ კალატოზიშვილი. იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი პირველი ქართული მხატვრული ფილმისა. 1916–1918 წლებში [[ალექსანდრე წუწუნავა]]სთან ერთად გადაიღო „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინე]]“.
 
1921 წელს სათავეში ჩაუდგა [[საქართველოს სსრ]] განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო „[[სახკინმრეწვი]]ს“ დირექტორ–განმკარგულებელი. მისი ხელმძღვანელობით კინოსექციამ გამოუშვა ფილმები [[არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი)|„არსენა ჯორჯიაშვილი“]] (1921), [[სურამის ციხე (ფილმი)|„სურამის ციხე“]] (1923), „[[წითელი ეშმაკუნები]]“ (1923), „[[მამის მკვლელი (ფილმი)|მამის მკვლელი]]“ (1923). გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება.
 
1920-იანი წლების შუა ხანებში წელს გოგიტიძე მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად, რათა განეხილათ [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხიტყაოსნის“]] ეკრანიზაციის საკითხი. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
 
1928 წელს გოგიტიძე ეწინააღმდეგებოდა ფილმ [[ჯანყი გურიაში (ფილმი)|„ჯანყი გურიაში“]] გადაღებას, რადგან მიაჩნდა, რომ ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა. ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გოგიტიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება. ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
 
1949 წელს გოგიტიძე დააპატიმრეს და აიძულებდნენ ეღიარებინა უცხო ქვეყნის ჯაშუშობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ვაჟი [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ტყვედ ჩავარდა, საფრანგეთში დარჩა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. [[წამება|წამების]] შემდეგ გოგიტიძემ აღიარა ჯაშუშობა და ის 15 წლით [[კომის ასსრ]]-ში გადაასახლეს, სადაც მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე. პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 1956 წელს გაათავისუფლეს.
 
ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
 
==ლიტერატურა==
Line 46 ⟶ 50:
[[კატეგორია:ოზურგეთში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ქართველი კინოპროდიუსერები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]