ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
 
===ქართული საბჭოთა კინო===
საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ კინოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, როგორც რეკლამისა და პროპაგანდის კარგ საშუალებას. 1921 წლის 11 აპრილს კინოს სექცია გაიხსნა განათლების სახალხო კომისარიატში. ის განთავსდა საჯარო ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულზე. სექციას გადაეცა „ფილმას“ ქონება და კინოთეატრ „აპოლოს“ უკან მოწყობილი დიღმელოვის ლაბორატორია. მოგვიანებით მოხდა კინოთეატრების ნაციონალიზაციაც. კინოსექციის დირექტორები იყვნენ გერმანე გოგიტიძე და [[ამო ბეკ-ნაზაროვი]]. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები: [[ივანე პერესტიანი]], ამო ბეკ-ნაზაროვი, ვლადიმერ ბარსკი. სასცენარო საქმეებს განაგებდა [[გრიგოლ რობაქიძე]], მან შეადგინა ქართული კლასიკური მწერლობის ეკრანიზაციის გეგმა. სექციის პირველი კინონამუშევარი იყო „ბავშვების გამგზავრენა კოჯორში დასასვენებლად“. პირველი მხატვრული კინოსურათის გადაღება გადაწყდა რევოლუციურ-ისტორიულ თემატიკაზე, კერძოდ [[არსენა ჯორჯიაშვილი|არსენა ჯორჯიაშვილზე]]. ფილმი [[არსენა ჯორჯიაშვილი (ფილმი)|„არსენა ჯორჯიაშვილი“]], რომელიც ივანე პერესტიანმა გადაიღო კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა. მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე, ლაბორატორია და გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. მთავარი როლის შემსრულებელ [[მიხეილ ჭიაურელი|მიხეილ ჭიაურელს]] კი მაშინდელი ამერიკის და მსოფლიოს კერპს [[დაგლას ფეირბენქსი|დაგლას ფეირბენქსს]] ადარებდნენ.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s", გვ. 77 — Cambridge University press. 1992</ref> პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. აღსანიშნავია მისი შემდეგი ფილმები „[[სურამის ციხე (ფილმი)|სურამის ციხე]]“ (1923 წ.) და „[[წითელი ეშმაკუნები]]“ (1923 წ.). ეს უკანასკნელი ძალიან წარმატებული და პოპულარული აღმოჩნდა, კრიტიკოსების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ეს იყო პირველი საბჭოთა ფილმი, რომელზეც რეცენზია [[New York Times]]-ში დაიბეჭდა. 1925 წელს გამოსულ, ივანე პერესტიანის ფილმში „[[ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე]]“ პირველად იყო გამოყენებული ე.წ. ფელშბეკები“.
 
1922 წელს თბილისში გაიხსნა პირველი კინოსასწავლებელი, რომელშიც უნდა აღეზარდათ მომავალი კინომსახიობები. 1923-1928 წლებში ეს სექცია სააქციო საზოგადოება „[[სახკინმრეწვი|სახკინმრეწვად]]“ ჩამოყალიბდა. ამ გარდაქმნამ ხელი შეუწყო ქართული კინოს ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას. 1924 წლის მარტში ქართული კინომრეწველობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოწინავედ დაასახელეს. 1928 წლისთვის „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში სიდიდით მესამე კინოფაბრიკა იყო.<ref>''მარინა კერესელიძე'', „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ გვ. 11 — Bilnet, 2011</ref>
 
1924 წელს სახკინმრეწვში ალექსანდრე წუწუნავა მიიწვიეს. მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავასმისი ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე?]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა (ფილმი)|ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). „ვინ არის დამნაშავე?]]“ იყო პიესაზე დაფუძნებული პირველი ქათული ფილმი, ხოლო „ხანუმა“ პირველი ქართული კინოკომედია. წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. მან პირველი როლი შეასრულა ფილმში „[[არსენა ყაჩაღი]]“ (1923). ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992</ref>1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]]. 1920-იან წლებში ქართული კინო გადაიქცა ხელოვნების ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად დარგად.<ref>''ნათია ამირეჯიბი'', „დროთა ეკრანი“ // „ხელოვნება“ გვ. 13 — 1990 წ.</ref>სახკინმრეწვი დიდ ყურადღებას უთმობდა უცხოეთში ქართული ფილმების გატანა-გაყიდვის საკითხს. ამ მიზნით საზღვარგარეთ მიავლინეს გერმანე გოგიტიძე, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულებები პარიზის, ბერლინის, თეირანის კინოთეატრების მფლობელებთან. განსაკუთრებით პოპულარული იყო კინოები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. სახკინმრეწვი ამ დროს დოკუმენტურ ფილმებსაც იღებდა. მათ შორის გამორჩეულია 1927 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზაჰესი“, რომელსაც მშენებლობიდან, 1922 წლიდან ნაწილ-ნაწილ იღებდნენ და ამონტაჟებდნენ.
 
[[1920-იანები|1920-იანი]] წლების შუა ხანებში ხელმეორედ გაჩნდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა [[საქართველოს სსრ]] სახკომსაბჭოს თავმჯდომარე [[შალვა ელიავა]]ს ეკუთვნოდა. [[გერმანე გოგიტიძე]] მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან