ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
დაამთავრა [[ოზურგეთი]]ს ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ თბილისის საბებიო ინსტიტუტი და თავის მეუღლესთან პუბლიცისტ [[ილია ნაკაშიძე]]სთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები. [[1904]] წელს [[მარიამ დემურია]]მ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციაში]], რომელსაც გურიაში აჯანყება და [[გურიის რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს [[ვიატკის გუბერნია]]ში. 1910-28 წლებში რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.
 
ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესაც. მათ შორის აღსანიშნავია „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომელის მიხედვით გადაღებულია [[ვინ არის დამნაშავე?|ამავე სახელწოდების ფილმი]]. ის ასევე ითვლება საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად.
 
დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ნაკაშიძე“-დან