ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
1922 წელს თბილისში გაიხსნა პირველი კინოსასწავლებელი, რომელშიც უნდა აღეზარდათ მომავალი კინომსახიობები. 1923-1928 წლებში ეს სექცია სააქციო საზოგადოება „[[სახკინმრეწვი|სახკინმრეწვად]]“ ჩამოყალიბდა. ამ გარდაქმნამ ხელი შეუწყო ქართული კინოს ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას. 1924 წლის მარტში ქართული კინომრეწველობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოწინავედ დაასახელეს. 1928 წლისთვის „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში სიდიდით მესამე კინოფაბრიკა იყო.<ref>''მარინა კერესელიძე'', „ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ გვ. 11 — Bilnet, 2011</ref>
 
მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. მან პირველი როლი შეასრულა ფილმში „[[არსენა ყაჩაღი]]“ (1923). ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.<ref>''Denise J. Youngblood'', "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992</ref>1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]]. 1920-იან წლებში ქართული კინო გადაიქცა ხელოვნების ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად დარგად.<ref>''ნათია ამირეჯიბი'', „დროთა ეკრანი“ // „ხელოვნება“ გვ. 13 — 1990 წ.</ref>სახკინმრეწვი დიდ ყურადღებას უთმობდა უცხოეთში ქართული ფილმების გატანა-გაყიდვის საკითხს. ამ მიზნით საზღვარგარეთ მიავლინეს გერმანე გოგიტიძე, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულებები პარიზის, ბერლინის, თეირანის კინოთეატრების მფლობელებთან. განსაკუთრებით პოპულარული იყო კინოები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. სახკინმრეწვი ამ დროს დოკუმენტურ ფილმებსაც იღებდა. მათ შორის გამორჩეულია 1927 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზაჰესი“, რომელსაც მშენებლობიდან, 1922 წლიდან ნაწილ-ნაწილ იღებდნენ და ამონტაჟებდნენ.
 
[[1920-იანები|1920-იანი]] წლების შუა ხანებში ხელმეორედ გაჩნდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა [[საქართველოს სსრ]] სახკომსაბჭოს თავმჯდომარე [[შალვა ელიავა]]ს ეკუთვნოდა. [[გერმანე გოგიტიძე]] მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ [[ფრიც ლანგი|ფრიც ლანგთან]] შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.<ref>ქართული კინოს წარსულიდან, გერმანე გოგიტიძე, გვ. 120 — საგა, 2013 წ.</ref>გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე [[ზაჰესი|ზაჰესსა]] და [[რიონჰესი|რიონჰესს]] ავაშენებდიოთო.<ref>ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ N10, გვ 32-43 — 1966 წ.</ref>გოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან