ჰოკეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ჰოკეი''' ({{lang-en|hoskey}}) — სპორტული გუნდური თამაში ჩოგნებით და ბურთით (ან შაიბით). თამაშის მიზანია ბურთი (შაიბა) ინდივიდუალირი ტარებითა და გადაცემებით რაც შეიძლება მეტჯერ გაიტანონ მოწინააღმდეგის კარში. არსებობს ჰოკეის 3 ძირითადი სახეობა: 1. [[ყინულის ჰოკეი]], {{lang-fr|hoskey sur glase}}); 2. [[ჰოკეი ბურთით]] (ბენდი, {{lang-en|bandy}} — მოღუნული ჩოგანი); 3. [[ბალახის ჰოკეი]] (საკუთრივ ჰოკეი). თამაშობენ საგანგებოდ დახაზულ მოედნებზე: ბალახის ჰოკეის — ბალახის, სინთეტიკურ-საფარიან, გრუნტისა და სხვა მოედნებზე (91,4 მ Х 55 მ), შაიბიან ჰოკეის (51-61 მ Х 24-30 მ) და ბურთიან ჰოკეის (90-110 მ Х 50-65 მ) ყინულის მოედნებზე. ბურთიანი ჰოკეისა და ბალახის ჰოკეის გუნდში 11 მოთამაშეა (მეკარის ჩათვლით); ყინულის ჰოკეიში — 6 (შემადგენლობა პერიოდულად იცვლება მეკარის გარდა), თამაშის დრო შესაბამისად: 90 და 70 წთ-ია (1 შესვენება) და 60 წთ (ე.წ. სუფთა სათამაშო დრო, 2 შესვენება). ბურთის მასა: 58-62 გრ და 155-165 გრ, შაიბისა 156-170 გრ. ბურიანი და შაიბიანი ჰოკეის მოთამაშეთათვის სავალდებულია სპეციალური დამცავი სპორტული ტანსაცმელი.
 
'''ბალახის ჰოკეი''' ცნობილია უძველესი დროიდან. თანამედროვე სახით გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის შუა წლებში. [[ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია|საერთაშორისო ფედრაცია]] დაარსდა [[1924]] წელს. აერთიანებს 92 ქვეყანას. [[1908]] წლიდან შეტანილია [[ოლიმპიური თამაშებისთამაშები]]ს პროგრამაში. [[1970]] წლიდან იმართება ევროპის ჩემპიონატები, [[1971]] წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.
 
'''ბურთიანი ჰოკეი''' ევროპაში ცნობილია შუა საუკუნეებიდან. თანამედროვე სახით გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის შუა წლებში. XX საუკუნის 50-იან წლებამდე არსებობდა მისი 2 სახეობა: დასავლეთ-ევროპული ჰოკეი — ბენდი და რუსული ბურთიანი ჰოკეი. საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა [[1955]] წელს, [[1957]] წლიდან იმართება მსოფლიო ჩემპიონატები.
 
'''ყინულის ჰოკეი''' თანამედროვე სახით გაჩნდა კანადაში XIX საუკუნის 60-იან წლებში. [[1908]] წელს დაარსდა საერთაშორისო ლიგა, [[1979]] წელს — [[ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია|საერთაშორისო ფედერაცია]]. [[1920]] წლიდან [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამაშია ([[1924]] წლიდან [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები]]სა), [[1910]] წლიდან ტარდება ევროპის ჩემპიონატები, [[1930]] წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰოკეი“-დან