ჰოკეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Antiek hockey.JPG|მინიატიურა|ბალახის ჰოკეის ანტიკური ბარელიეფი]]
'''ჰოკეი''' ({{lang-en|hoskey}}) — სპორტული გუნდური თამაში ჩოგნებით და ბურთით (ან შაიბით). თამაშის მიზანია ბურთი (შაიბა) ინდივიდუალირი ტარებითა და გადაცემებით რაც შეიძლება მეტჯერ გაიტანონ მოწინააღმდეგის კარში. არსებობს ჰოკეის 3 ძირითადი სახეობა: 1. [[ყინულის ჰოკეი]], {{lang-fr|hoskey sur glase}}); 2. [[ჰოკეი ბურთით]] (ბენდი, {{lang-en|bandy}} — მოღუნული ჩოგანი); 3. [[ბალახის ჰოკეი]] (საკუთრივ ჰოკეი). თამაშობენ საგანგებოდ დახაზულ მოედნებზე: ბალახის ჰოკეის — ბალახის, სინთეტიკურ-საფარიან, გრუნტისა და სხვა მოედნებზე (91,4 მ Х 55 მ), შაიბიან ჰოკეის (51-61 მ Х 24-30 მ) და ბურთიან ჰოკეის (90-110 მ Х 50-65 მ) ყინულის მოედნებზე. ბურთიანი ჰოკეისა და ბალახის ჰოკეის გუნდში 11 მოთამაშეა (მეკარის ჩათვლით); ყინულის ჰოკეიში — 6 (შემადგენლობა პერიოდულად იცვლება მეკარის გარდა), თამაშის დრო შესაბამისად: 90 და 70 წთ-ია (1 შესვენება) და 60 წთ (ე.წ. სუფთა სათამაშო დრო, 2 შესვენება). ბურთის მასა: 58-62 გრ და 155-165 გრ, შაიბისა 156-170 გრ. ბურიანი და შაიბიანი ჰოკეის მოთამაშეთათვის სავალდებულია სპეციალური დამცავი სპორტული ტანსაცმელი.
 
[[ფაილი:Antiek hockey.JPG|მინიატიურა|ბალახის ჰოკეის ანტიკური ბარელიეფი]]
'''ბალახის ჰოკეი''' ცნობილია უძველესი დროიდან. თანამედროვე სახით გაჩნდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის შუა წლებში. [[ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია|საერთაშორისო ფედრაცია]] დაარსდა 1924 წელს. აერთიანებს 92 ქვეყანას. 1908 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. 1970 წლიდან იმართება ევროპის ჩემპიონატები, 1971 წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.
 
ხაზი 7:
 
'''ყინულის ჰოკეი''' თანამედროვე სახით გაჩნდა კანადაში XIX საუკუნის 60-იან წლებში. [[1908]] წელს დაარსდა საერთაშორისო ლიგა, [[1979]] წელს — [[ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია|საერთაშორისო ფედერაცია]]. [[1920]] წლიდან [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამაშია ([[1924]] წლიდან [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები]]სა), [[1910]] წლიდან ტარდება ევროპის ჩემპიონატები, [[1930]] წლიდან — მსოფლიო ჩემპიონატები.
 
<gallery>
Image:Field_hockey.jpg|ბალახის ჰოკეი
Image:Kareby_IS-AIK,_13_mars_2015_32.jpg|ჰოკეი ბურთით
Image:The_Colts_applying_pressure_at_the_Battalion_net.JPG|ყინულის ჰოკეი
Image:Argentin_player_during_2007_rink_hockey_world_championship.jpg|ჰოკეი როლიკებით
</gallery>
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰოკეი“-დან