ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
''(მოსდევს ოცდათორმეტი ხელმოწერა)''}}
 
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.
 
===მოღვაწეობა თბილისში===
მისი თბილისში წამოსვლის შესახებ ორი ცნობა არსებობს: პირველი ცნობის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის ვასილ როინაშვილი თავის მოგონებაში, ახალგაზრდა ალექსანდრე ვიღაც მეფურგუნის დახმარებით კავკავიდან გაპარულა თბილისში. დედას რომ არ შეეტყო მისი გაპარვა, თავის მშობლიურ დუშეთში არც კი შეუვლია.
 
დიდ ქალაქში მოხვედრილ ახალგაზრდა ალექსანდრეს მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისთან მოეწყობოდა შეგირდად — დერციკთან თუ ხარაზთან ოღონდაც კი სამუშაო ეშოვნა და რაიმე ხელობა შეესწავლა. სამუშაო ვერსად ვერ უშოვნია ბოლოს ოქრომჭედლების ქუჩაზე ერთ მკერავთან შესულა, იქაც რომ უარი მიუია გულდაწყვეტილი გამობრუნებულა. ამ დროს ის შეუჩერებია ერთ მუშტარს და ვინაობა გამოუკითხვია. უცნობს წინადადება მიუცია მისთვის წაყოლოდა მას და აღუთქვამს მისთვის ხელობის შესწავლა ასევე მისი შენახვა.
შემდეგში უცნობი გამომდგარა ვინმე ხლამოვი, ხელობით ფოტოგრაფი და იმავე დროს ფერმწერი მხატვარი. მას დიდძალი დაკვეთები ჰქონდა ეკლესიის ხატებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან.
 
მეორე ცნობის მიხედვით, კავკავიდან წამოყვანილი 14 წლის ახალგაზრდა თბილისში მოუყვანიათ ნათესავ მღვდელთან ცამციევთან, რომელსაც ის მოუწყვია ცნობილ ფოტოგრაფ ხლამოვთან<ref>გაზეთი „კავკაზის“ დამატება ნეკროლოგი ა. როინაშვილის შესახებ. 1898 წ. №125</ref>.
რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.
 
ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. [[1860]]-[[1865]] წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე (რუსთაველის პროსპექტი), ქართველი მედსენატის დავით სარაჯიშვილის ძველ სახლში გახსნა თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო. როგორც თბილისის გუბერნატორის კანცელარიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის აღწერილობიდან ჩანს (რომელსაც დავალებული ჰქონდა სტამბების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, ფოტოატელიების და სხვათა აღრიცხვა), თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ქართველთაგან პირველ ფოტოგრაფად, რომელსაც თავისი საკუთარი სახელოსნო ჰქონდა იყო ალექსანდრე როინაშვილი.
 
მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე [[მოსე ჯანაშვილი]] წერდა:
ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავად როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.
 
ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.
 
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შოთა რუსთაველის პორტრეტის დაბეჭდვაც რადგანაც მისი სახება ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის ბევრი ხელნაწერითითქმის უკვალოდ განადგურებულიყო დროთა განმავლობაში.
</gallery>
 
ა. როინაშვილი არა მარტო მის თანამედროვე მოღვაწეების სურათებს იღებდა და ნეგატივებს უნახავდა მომავალ თაობებს, არამედ თავგამოდებით ეძებდა ძველ მხატვრული პირების სურათებს, რათა ფოტორეპროდუქციის საშუალებით დაღუპვისაგან გადაერჩინა და, ამავე დროს, საზოგადოებაში გაევრცელებინა.
 
{{ციტატა|უფ. ფოტოგრაფი როინოვი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ იმას ჰსურს ფოტოგრაფიით გადაიღოს ძველი ქართველი შესანიშნავი პირების სურათები, როგორც მწერლებისა, აგრეთვე მამულისათვის მოღვაწე გმირებისაო, და ამის გამო ის უმორჩილესად სთხოვს საზოგადოებას, ვისაც კი ამისთანა პირის სურათი აქვს, გამოუგზავნოს იმას, დროებით ფოტოგრაფიით გადასაღებად, რომლის შედეგაც დიდის მადლობით დავაბრუნებთ ისევაო<ref>გაზეთი „დროება“, 1879 წ. №6, გვ.3.</ref>}}
თავისი მზრუნვეობა ხლამოვს არც მას შემდეგ შეუწყვეტია როდესაც თავისი სახელოსნო ჩამოაყალიბა ალექსანდრემ. მან თავის ყოფილ მოწაფეს ურჩია ცოლად მოეყვანა მისი ნაცნობი ქალი, პროფესიით მკერავი, ეროვნებით რუსი. „ორივე იშრომებთ და ცხოვრება არ გაგიჭირდებათო“ უთქვამს მას. მართლაც ალექსანდრეს მასწავლებლის რჩევით ცოლად შეურთავს ის ქალი, რომელმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა მისი სამშობლოდან გადახვეწის საქმეში. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უთანხმოების მთავარი მიზეზი ყოფილა როინაშვილის თბილი დამოკიდებულება თავის თანამემულეებისადმი, კერძოდ კი თავის სოფლელების მიმართ რომელიც მათ ისევე ედგა გასაჭირში როგორც ისინი თავის დროზე დაუდგნენ თავდებათ მის 14 წლის ასაკში. აქედან დაიწყო ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება. ვერავითარი შეგონება და ტკბილი დარიგებამ რომ ვეღარ იმოქმედა ალექსანდრემ გადაწყვიტა განშორება.
 
ერთ დღეს როინაშვილს უთქვამს თავის ცოლისათვის: განჯაში ჯარი სდგას, დიდი შეკვეთა ავიღე და იქ უნდა წავიდეო. აუღია თავისი ხელსაწყოები და ცოლთან ერთად ორთაჭალამდე ეტლით მისულა. გამომშვიდობებისას ცოლისთვის უთქვამს: „დღეის შემდეგ შენ ჩემი მეუღლე აღარ ხარ და მე შენი ქმარიო. რამდენჯერმერამდენიმეჯერ მოგეცი დარიგება და გაფრთხილება, შენ მაინც შენი არ მოიშალე, მშვიდობით ბრძანდებოდეო“. ქალს გული წასვლია. როინაშვილს უთქვამს მეეტლისათვის: „იქვე მიიყვანე, საიდანაც წამოვედითო“.
 
ეს მომხდარა [[1880]] წელს. ამით თავდება როინაშვილის ცხოვრების პირველი პერიოდი და იწყება ახალი, უფრო მძიმე პერიოდი მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.
===მოგზაურობა კახეთსა და დაღესტანში===
[[1880]] წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. თბილისიდან წასული როინაშვილი, თელავში სახლდება. იწყებს კახეთის ისტორიული ძეგლების გადაღებას. გაზეთ დროების კორესპოდენტი წერს:
{{ციტატა|გუშინწინ 24 ღვინოობისთვეს (1880 წელი), თელავში ჩამოვიდა დაუღალავი მუშაკი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი, დიდი პატივისცემა და მადლობა მართებს ჩვენგან ამ უჩინარ კაცსა, რომელიც მიუდგომელად, წინამდგომი ათასგვარი დაბრკოლებისა და სიძნელისა, დაუღალავად და ერთხელ მტკიცედ გარკვეულის გზით ასრულებს თავის განზრახვას. ჩვენის მძლავრი და ჩინებულის წინაპრების ნაღვაწ ნაშთების ცოცხლად გადახატვით, ხელმეორედ განგვიცოცხლოს წარსულის დიდებული დრო. ჩვენ თვითონ ჩვენის თვალით ვნახეთ ამისგან გადაღებული შემდეგი სურათები. 1. ძველი შუამთის მონასტერი, 2. ახალი შუამთის მონასტერი, 3. შუამთის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძვირფასი ქვებით, 4. ამავე მონასტრის წმინდა ნაწილები სხვადასხვა წარწერებით, 5. ძველი შუამთის ანტიკური კანკელის ხელით გადმოღებული სურათი, რომელსაც იგი შემდეგში კარგად აპირებს დახატვას, 6. ალავერდის ტაძარი, 7. წმინდა ნინოს ეკლესია თავისი ახალი გუმბათით, 8. ხირსის მონასტერი და მრავალი სხვა სურათები ნაშთებისა ზაქათალის ოლქში, ნუხის, შუშის და სხვა მაზრებში. უნდა გავტყდეთ, რომ ჩინებულად არიან გადაღებულნი და ღირსიც არიან უპირველესი ადგილი დაიჭირონ ჩვენი ოთახების გამამშვენებელ სურათებს შორის; ეჭვი არ არის ეს ასეც იქნება, როდესაც უფალი როინაშვილი გამოსცემს თავის სურათებს საქვეყნოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები მოისურვებენ მათ შეძენას. ძალიან, ძალიან მადლობის ღირსია ბ-ნი ა. როინაშვილი ამ ჩინებული ღვაწლისათვის.}}
 
[[1881]] წელს მან დასტოვა კახეთი, სადაც მან გადაიღო ყველა ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი და გადავიდა დაღესტანში, თემირხანშურაში დასახლდა და იქ დარჩა რვა წელიწადს. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
 
ერთი წლის თავზე მასზე გაზეთი დროება წერდა:
 
[[1887]] წელს გაზეთი ივერია ქალაქ ასტრახანში როინაშვილის მუზეუმის გამოფენის გამო წერდა:
{{ციტატა|როინაშვილს მოუვლია კავკასია, თითქმის ოცი წლის განმავლობაში უმხნევია და დიდის მეცადინეობით შეუკრებია ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო კოლექცია<ref>„ივერია“ 1887, №198</ref>.}}
 
ალექსანდრე როინაშვილს დაღესტანში შეგროვებული არქეოლოგიური მასალების გამო ახლო კავშირები ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის სამეცნიერო წრეებთან. ამ დროს მას ირჩევენ პეტერბურგის საიმპერატორო საარქეოლოგიო საზოგადოების წევრად.
 
ხანდახან უსახსრობის გამო იძულებული იყო თავისი კოლექციის რომელიმე ექსპონატი გაეყიდა, რის გამოც ის ექსპონატს სურათს უღებდა და თავის ფოტოაარქივში ინახავდა. ასეთი არქივის ფოტოდოკუმენტებს ის პრაქტიკულადაც იყენებდა, ჰქმნიდა ალბომებს და უგზავნიდა რუსეთის სამეცნიერო წრეებს.
 
==თბილისში დაბრუნება==
[[1886]] წელს როინაშვილი თბილისში გადმოდის და გადმოქ მთელი მისი მოძრავი ქონება. იმდროინდელი ჟურნალი თეატრი წერდა: {{ციტატა|ამ მოკლე ხანში თემირხანშურიდან ჩამოვიდა ქართველი მოგზაური და ფოტოგრაფი ა. როინაშვილი და დიდძალი საარქეოლოგიო ძველი ნივთები და სურათები ჩამოიტანა<ref>ჟურნალი „თეატრი“, № 21, 1886</ref>.}}
 
36 წლის ასაკში როინაშვილი წერს ანდერძს რომლის თანახმადაც ის თავის ქონებას [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]]ს დაუტოვებდა. ანდერძის გაფორმების შემდეგ ის ისევ თემირხანშურაში დაბრუნდა.
 
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]] ამოკვეთილია:
<center>{{ციტატა|<center>სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
 
ალექსანდრე როინაშვილს
 
==ფოტოკატალოგი==
როინაშვილი კაბინეტური ფოტოების გარდა იღებდა კავკასიაში ჩვეულ კატალოგურ ფოტოებსაც. როინაშვილის შემთხვევაში ფოტოზე დატანილი იყო ფოტოს რიგითი ნომერი, აღწერა და თავად ფოტოგრაფის ხელმოწერა «А. Роиновъ». [[დიმიტრი ერმაკოვი]] რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოხელოვანთა სარბიელზე, იყო ის პიროვნება რომელმაც აღნიშნული კატალოგიზაცია სრულყო და დახვეწა.
 
ქვემოთ გთავაზობთ როინაშვილის კატალოგს, რომელიც მომავალში სულ უფრო შეივსება. აღნიშნული კატალოგი პირველად დგება, რადგანაც აღნიშნული კატალოგი მარტო ერმაკოვის ფოტოებზე არსებობდა აქამდე.
49,737

რედაქტირება