ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
===ცნობიერების ამაღლება===
IDFI-ის ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობასაც. კერძოდ, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, საჯარო მოხელეებისა და ფართო საზოგადოების სხვა წევრებისთვის ინსტიტუტი მუდმივად მართავს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებსა და სხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიებს (როგორიცაა ფლაერების გავრცელება, ვიდეო-რგოლების მომზადება, ბლოგ-პოსტების გამოქვეყნება და ა.შ.)
 
ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს, სხვდასხვა საინფორმაციო შეხვედრებს ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით. ინსტიტუტი საკუთარ აქტივობებს რეგიონებშიც ახორციელებს და მიმართულია რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და მათ ინფორმირებულობაზე, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონის ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბლოგერებისთვის ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოების ტექნიკებისა და ადვოკატირების პროექტების მართვის შესახებ.