აფონსუ II (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მუსულმანები → მუსლიმები using AWB
No edit summary
ხაზი 36:
|ხელმოწერა =
}}
'''აფონსუ II სქელი''' ([[პორ.]] Afonso II o Gordo) ([[23 აპრილი]] [[1185]] - [[25 მარტი]] [[1223]]) [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მეფე [[ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)|ბურგუნდიელთა]] დინასტიიდან [[1211]] - 1223 წლებში. [[სანშუ I (პორტუგალია)|სანჩუ I]] და [[დუკა ბარსელონელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1206]] წელს ურაკაზე, [[კასტილია|კასტილიის]] მეფის [[ალფონსო VIII (კასტილია)|ალფონსო VIII]]ს ასულზე.
 
აფონსუს მმართველობა დებთან ჩხუბით დაიწყო. სანჩუ I-მა მათ დიდი მამულები დაუტოვა, მაგრამ მეფეს ამდენის გაღება არ სურდა. მხოლოდ [[1216]] წელს [[რომის პაპი]]ს [[ინოკენტი III]]-ს ჩარევის შემდეგ მორიგდა მათთან, მამულების ნაწილის მიცემით. [[1217]] წელს ნინდერლანდელი [[ჯვაროსნები]]ს დახმარებით, მან დაამარცხა მუსლიმები [[ალკასერ დო სოლის ბრძოლა]]ში. მოქალაქეები დანებდნენ. მეფემ ბრძანა მოეკლათ ყველა მამაკაცი, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა განდევნა. რომის პაპთან კონფლიქტში, აფონსუს თავი ისევე მტკიცედ ეჭირა, როგორც მამამისს. ამის გამო იგი განკვეთეს ეკლესიისგან და მთელს სამეფოს დაედო [[ინტერდიქტი]]. აფონსუმ კარგი კანონები შემოიღო თავისუფალი მოქალაქეების დასაცავად, ზრუნავდა სასამართლოების სამართლიანობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე. იგი პაპთან შეურიგებლად მოკვდა.