ზაირა არსენიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი სცენარისტი და მწერალი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზაირა ივანეს ასული არსენიშვილი''' (დ. 30 ნოემბერი, 1933 — გ. 9 აგ...
(განსხვავება არ არის)

18:39, 9 აგვისტო 2015-ის ვერსია

ზაირა ივანეს ასული არსენიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1933 — გ. 9 აგვისტო, 2015) — ქართველი სცენარისტი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954) და II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი (1956), მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნ. ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო რამდენიმე რომანის ავტორი.


ლიტერატურა

  • კერესელიძე მარინა, „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბ., 2010