გიორგობისთვე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა კინოფილმი
| სახელი = გიორგობისთვე
| სურათი = გიორგობისთვე - პოსტერი.jpeg
| სურათის ზომა =
| წარწერა =
| კინოსტუდია = [[ქართული ფილმი]]
| დისტრიბუტორი =
| სცენარის ავტორი = [[ამირან ჭიჭინაძე]]
| ნაწარმოები =
| ისტორია =
| მონტაჟი =
| როლებში = [[რამაზ გიორგობიანი]], [[გიორგი ხარაბაძე]]
| ოპერატორი = [[აბესალომ მაისურაძე]]
| რეჟისორი =
| მხატვარი = [[დიმიტრი ერისთავი]]
| კომპოზიტორი = ნათელა იოსელიანი
| მუსიკა =
| სიმღერის ტექსტის ავტორი =
| ხმის ოპერატორი = შალვა ჩიტიძე, ევგენი მასსი
| პროდიუსერი =
| გამოსვლის თარიღი = [[1966]]
 
'''გიორგობისთვე''' — [[ოთარ იოსელიანი]]ს ფილმი, გადაღებულია 1966 წელს. ფილმმა მიიღო [[ჟორჟ სადული]]ს სახელობის პრემია. ფილმის დაიწუნა საბჭოთა კრიტიკამ. მას უწოდეს ანტისაბჭოთა, ანტიქართული პასკვილი, რომელიც ამასხარავებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობასა და მთლიანად სოფლის მეურნეობას.
==სიუჟეტი==
ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაბედავს.
 
[[ფაილი:Kadri filmidan giorgobistve 2.jpg|მინიატიურა|კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე]]
==როლებში==
*[[რამაზ გიორგობიანი]] (ნიკო)
*[[მარინა ქარცივაძე]] (მარინე)
*[[გოგი ხარაბაძე |გიორგი (გოგი) ხარაბაძე]] (ოთარი)
*[[დოდო აბაშიძე]] (რეზო)
*აკაკი კვანტალიანი (დავითი)
*ალექსანდრე ომიაძე (მთავარი მეღვინე)
*ბუხუტი ზაქარიაძე (ილო)
*ოთარ ზაუტაშვილი (შოთა)
*შოთა დაუშვილი (ნოდარი)
*ბაადურ წულაძე (არჩილი)
*იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ბონდო)
*რუსუდან კიკნაძე
*თენგიზ დაუშვილი
*ა. კაჭკაჭიშვილი,
*[[გივი ბერიკაშვილი]]
*[[ზურაბ ქაფიანიძე]]
*ნოდარ ფირანიშვილი
*ვახტანგ თანდილაშვილი
*ემანუილ აფხაიძე
 
==გამოხმაურება და ფაქტები==
*კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი, რომელსაც ოთარ იოსელიანზე წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ, “გიორგობისთვის” წინააღმდეგ ომი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაიწყო... მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც არ უნდა მოვუხსნათ, რომლებმაც ფილმი, უბრალოდ, ვერ გაიგეს და სწორედ ამიტომ, გაღიზიანებულებმა და გაბრაზებულებმა, სასწრაფოდ გამოაცხვეს წერილები ქარტულ საბჭოთა პრესაში.
ნათია ამირეჯიბი: “ფილმის ავტორი მტრის თვალით უყურებს ჩვენს ცხოვრებას, – ეწერა გაზეთებში. – “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...” სხვა ავტორი: “ეს ფილმი ეკრანებიდან მოიხსნას, განადგურდეს”... ეს ყველაფერი პარტიის ცეკაში მიდიოდა, 120 გვერდიანი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ყოფილმა სტუდენტმა გადმოუბეჭდა... სულ ესაა – განადგურებულია.”
*“განა დასაჯერებელია, რომ ქართველი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც ფილმშია ნაჩვენები? თუ სცენარისტსა და რეჟისორს დავუჯერებთ, ქარხანაში ყველა – დირექტორიდან დაწყებული მუშამდე – სინდისგარეცხილია, შესაძლებელია ეს მდგომარეობა რომელიმე კონკრეტულმა ფაქტმა უკარნახა ფილმის ავტორებს, მაგრამ ყველა კონკრეტული შემთხვევა ტიპიური ხომ არ არის”. <ref>გაზეთი “სოფლის ცხოვრება”, 29.01.1967</ref>
*“გიორგობისთვეს” ჩვენს ცხოვრებაში შესამჩნევ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასეთია ავტორთა სუბიექტური მისწრაფება, მაგრამ ამ ჩრდილოვან მხარეთ იქით არსებული დიდი და მზიანი სამყარო არ სურთ დაინახონ. ავტორები ცდილობენ არა მარტო ერთი კონკრეტული ღვინის ქარხანა წარმოგვიდგინონ უხამსობის ბუდედ, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, ყველა მხარე დახატონ, რაც შეიძლება მუქი, შავი საღებავებით. ამრიგად, ჩვენ წინ დგება მხოლოდ სიმახინჯე, უსამართლობითა და სიბილწით აღსავსე ცხოვრება, სადაც კეთილისა და ნათელის წარმომადგენლად ერთი უსუსური, უნდილი ბიჭია გამოყვანილი!…ეს ფილმი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს იმ მცდარ, მავნე გზაზე, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი არასასურველი მიმართულებით მიჰყავს.[[ფაილი:კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე.jpeg|მინიატიურა|კადრი ფილმიდან - გიორგობისთვე]] ეს მიმართულება კი უცხოა საბჭოთა ხელოვნებისათვის, იგი სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს. (…) მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად მივიღეთ რაღაც პასკვილის მაგვარი რამ, რომელსაც საერთო არა აქვს რა ჩვენი ცხოვრების ამსახველ ჭეშმარიტ ხელოვნებასთან და ამ ფილმის ავტორების მოქალაქეობრივ სინდისზე ცუდად ლაპარაკობს”.<ref>გაზეთი “კომუნისტი”, 4.02.1967</ref>
 
 
==ლიტერატურა==
*''[[აკაკი ბაქრაძე]]'' „ფილმისა და ხალხის ბედი", თხზულებანი, ტ. IV გვ.176-186, თბილისი, „ნეკერი", „ლომისი", 2005 წ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://burusi.wordpress.com/2009/10/07/giorgobistve/ მანანა ლეკბორაშვილი – “გიორგობისთვე” 40 წლის შემდეგ]
*[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1549074.html ფილმი-იუბილარი – “გიორგობისთვე”]
*[http://www.imdb.com/title/tt0171343/ ფილმი imdb.com-ზე]
 
[[კატეგორია:ქართულენოვანი ფილმები]]
[[კატეგორია:ოთარ იოსელიანის ფილმები]]
[[კატეგორია:შავ-თეთრი ფილმები]]
[[კატეგორია:ქართული ფილმები]]