სოსიკო მერკვილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: სოსიკო (იოსებ) მერკვილაძე ნიკოლოზის ძე. დაიბადა სოფ. ჭალატყე...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}სოსიკო (იოსებ) მერკვილაძე ნიკოლოზის ძე. დაიბადა სოფ. ჭალატყეში (ამჟ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) 1854 წელს. იყო თავისი დროის ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტი. სოსიკომ დააარსა გამომცემლობა „ცოდნა“ და გახსნა ამავე სახელწოდების საკუთარი წიგნების მაღაზია თბილისში ქაშვეთის ტაძრის მახლობლად. იყო რედაქტორ-გამომცემელი გაზ. „სავაჭრო გზის“ (1908 წ.). ასევე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და აქვეყნებდა ჟურნალ „აკაკის კრებულში“, გაზეთებში: „თეატრონსა“ და „ივერიაში“. ცალკე წიგნებად გამოსცა „ხალხური ანდაზები და გამოცანები“ 1898 წელს, „ხალხური აბრამისა და იობის ლექსი“ 1898 და 1903 წლებში, ქართული ზღაპრების 2 კრებული 1902 წელს, „ხალხური ვეფხისტყაოსანი“ 1905 წელს. სოსიკო მერკვილაძეს ჰქონდა საკუთარი სტამბაც, სადაც დაიბეჭდა არაერთი ნიმუში ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან.
სოსიკოს ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობის გარდა, აკაკი წერეთელთან აკავშირებდა ახლო მეგობრობაც. მათ ერთად იმოგზაურეს რაჭა-ლეჩხუმში, რისი ამსახველი რამდენიმე ფოტო შემორჩა კიდეც ისტორიას.
სოსიკო მერკვილაძე გარდაიცვალა 1934 წელს თბილისში.