აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 82:
[[ზამბეზი]] [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ყველაზე დიდი [[მდინარე]]ა. აქ არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი [[ვიქტორია (ჩანჩქერი)|ვიქტორია]]. 180 მეტრის სიგანის მდინარე 120 მეტრის საფეხურიდან ეშვება ვიწრო ხეობაში. ჩანჩქერი ვიქტორია ბუნების საოცარი მოვლენაა. ხეობა ჩანჩქერთან შედარებით 13-ჯერ უფრო ვიწროა. ჩანჩქერის ადგილობრივი სახელწოდებაა '''„ჩონგუე“''', რაც „ცისარტყელას“ ან „ცისარტყელის ადგილს“ ნიშნავს. არის მეორე სახელიც '''„მოიზი-ოატუნია“''', რაც „მრგვინავ კვამლს“ ნიშნავს. სახელი ვიქტორია კი დ. ლივინგსტონმა [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|ინგლისის დედოფალის]] პატივსაცემად უწოდა. მნიშვნელოვანი მდინარეებია ასევე [[ორანჟი]] და [[ლიმპოპო]].
 
ყველაზე დიდი [[ტბა]] აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, რღვევის ზონაში მდებარეობს, ამიტომ მათ ქვაბულებს წაგრძელებული ფორმა აქვთ. ეს ტბები როგორც წესი, მაღალი და ციცაბოკალთებიანი მთებითაა შემოფარგლური. აქ მდებარე ტბებს ძირითადად გრძელი ფორმა აქვთ და სიღრმითაც გამოირჩევიან, ამ მხრივ კლასიკური მაგალითია [[ტანგანიკატანგანიიკა (ტბა)|ტანგანიკისტანგანიიკის ტბა]], რომლის სიგანე 50-80 კმ-ია, სიგრძე კი 650 კმ. იგი ყველაზე გრძელია დედამიწის მტკნარ ტბებს შორის, სიღრმით კი მხოლოდ [[ბაიკალი|ბაიკალის ტბას]] ჩამორჩება. ამასთან, ფართობით მეორე ადგილზეა აფრიკის ტბებს შორის და ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტბა [[ვიქტორია (ტბა)|ვიქტორია]]. ტბის ირგვლივ მაღალი მთები მდებარეობს, რომლებიც ბევრ ადგილას ციცაბო მთის კალთებით პირდაპირ ტბაში ეშვება და მაღალ-ფლატეებიან სანაპიროს ქმნის. დევიდ ლივინგსტონი ასე აგვიწერს ტანგანიკას {{ციტატა|მომხიბლავია ტანგანიკა. იგი ხშირი მცენარეებით შემოსილი ციცაბოკალთებიან მთებს შორის თითქმის ღრმა ფიალაშია მოქცული. სადაც ქანები მოშიშვლებულია, კედლები ღია წითელი ფერისაა, ალაგ-ალაგ კედლებიდან ცისფერ ლენტებად ეშვება ჩანჩქერი, ოდნავ მოვაკებულ ადგილზე კი კამეჩები ბალახობენ, სპილოები დაეხეტებიან, ღამით ისმის ლომის ღრიალი ... დილასაღამოს უზარმაზარი ნიანგები ფრთხილად მიიპარებიან სანადირო ადგილებისკენ.}}
 
ასი წლის წინანდელი აღწერილობიდან, ხმელეთის გარეული ცხოველები თითქმის აღარ შემორჩა, მაგრამ ტბის სამყარო ძალიან მდიდარია. მარტო [[თევზი|თევზების]] 205 სახეობას ითვლის, რომელთაგან 70 % [[ენდემიზმი|ენდემურია]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან